Loading...

თურქი მწერალი ქართველებს წურბელებად, ღატაკებად და ბოზებად მოიხსენიებს !

0
969
Hamburg, GERMANY: Turkish Nobel literature laureate Orhan Pamuk gestures during a reading at the Schauspielhaus theatre in Hamburg, northern Germany, 02 May 2007. Pamuk began his book tour in Germany after cancelling a trip earlier this year reportedly due to death threats. AFP PHOTO DDP/ROLAND MAGUNIA GERMANY OUT (Photo credit should read ROLAND MAGUNIA/AFP/Getty Images)

ნობელის პრემიის მფლობელი, თურქი მწერლის ორფან ფამუქის ერთ-ერთ რომანში „თოვლი”, ერთ პატარა ეპიზოდში, თურქეთში საშოვარზე ჩასული ქართველი ცოლ-ქმარია აღწერილი. ისინი მოხსენიებულები არიან, როგორც წურბელები, ღატაკები და წუწურაქები, რომლებიც გარდა იმისა, რომ არც თავიანთი მორალით გამოირჩევიან, თურქებს „სამუშაო ადგილებს„ ეცილებიან. აი, რა წერია ნაწარმოებში: „ნახშირისა და ბინძური თეთრეულის სუნით აქოთებულ სარდაფში ჩავიდნენ.კაცი, რომელიც წინ მიუძღოდათ(იგულისხმება შემოწმების მიზნით გაყოლილ სამხედროსა და წიგნის მთავარ პერსონაჟს) გათბობის ქვაბის გვერდით მუყაოს ცარიელი კოლოფებისა და ბოსტნეულის ყუთებისაგან შეკოწიწებულ კუთხეს მიადგა.
იქ სახელდახელოდ მოწყობილ საწოლზე ახალგაზრდა ქალს ეძინა. თეთრი ფითქინა კანი ჰქონდა და არაჩვეულებრივად ლამაზი იყო”- წერს მწერალი, თუმცა ქართველი ქალის სილამაზის აღნიშვნის შემდეგ მის დახასიათებას ამგვარად აგრძელებს: „ იმ ქალს ჭლექი აქვს, მაგრამ მაინც ბოზობს და ქალაქში ჩამოსულ მესაქონლეებსა და ტყავის ვაჭრებთან ცხოვრობს. კაცი კი, დანარჩენი ქართველების მსგავსად, ნახევარ ფასად მუშაობს და შედეგად მუშების ბაზარზე ორმოც წელიწადში ერთხელ გამოჩენილ სამუშაო ადგილს თურქეთის მოქალაქეებს ცხვირწინ აცლის.

Loading...


ეს ცოლიცა და ქმარიც იმდენად ღატაკები და წუწურაქები იყვნენ, რომ სასტუმროს ფულსაც არ იხდიდნენ, წყლის სამმართველოს უფროსს თვეში ხუთ ამერიკულ დოლარს უკუჭავდნენ და ამ საქვაბეში ცხოვრობდნენ. თურმე ამბობდნენ, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სახლს ვიყიდით და სიცოცხლის ბოლომდე აღარ ვიმუშავებთო. ყუთებში თურქეთში იაფად ნაყიდ ტყავეულს ინახავდნენ, რომელსაც თბილისში დაბრუნების შემდეგ სარფიანად გაყიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორჯერ იყვნენ დეპორტირებულები, „თავიანთ” საქვაბეში დაბრუნებას რაღაც მანქანებით მაინც ახერებდნენ. ამგვარი წურბელები, რომელთა მოშორებას მექრთამე პოლიცია ვერ ახერხებდა, ყარსში სამხედრო ხელისუფლებას უნდა მოესპო” – წერს ფამუქი. სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი თანამემამულეების სავალალო რეალობა, რომელიც თურქმა მწერალმა აღწერა და მისეულ მართალ და არა მრუდე სარკეში ჩვენც ჩაგვახედა.ამის შემდეგ, გასაკვირიც არაა, რომ ფამუქი საქართველოში, როგორც თავად თქვა, საკმად გვიან, 62 წლის ასაკში ჩამოვიდა.

დატოვეთ კომენტარი
Loading...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.