Loading...

უშვილო ქალს 15 წლიანი ლოდინის შემდეგ 3 ტყუპი შეეძინა – სასწაული თბილისის ერთ ერთ სამშობიაროში

0
1761

სიხარულის ცრემლები მომდის და ამ პოსტს ისე ვწერ, 15 წლის წინ გავთხოვდი. მე და ჩემს მეუღლეს შვილი ძალიან გვინდოდა. 2-3 წელი ვცდილობდით ბავშვის გაჩენას. როდესაც არაფერი გამოგვივიდა ექიმს მივმართეთ. ძალიან ბევრი გამოკვლევა ჩამიტარეს, ბოლოს კი მითხრეს უშვილო ხართო. სიმწრის ცრემლები წამსკდა თვალებიდან, ვერ ვიჯერებდი რომ შვილი არ მეყოლებოდა. ჩემი ქმარიც განადგურებული იყო. დეპრესიაში ჩავვარდი, მაგრამ ჩემმა ქმარმა მანუგეშა, მითხრა რომ არაფერი არ არის დასრულებული და სხვა ექიმთან მივსულიყავით.
ასე დავდიოდით ექიმიდან ექიმთან. ყველა ერთსა და იმავეს მეუბნებოდა. ყველანაირი იმედი რომ გადამეწურა მკითხავთანაც კი მივედი. მოკლედ სასოწარკვეთილი დავბოდიალობდი ყველაგან ვისთანაც მისვლა შემეძლო ყველასთან მივედი. ჩემი ასეთი სასოწარკვეთის გამო მეუღლესთანაც გამიფუჭდა ურთიერთობა, მეუბნებოდა ავიყვანოთ ბავშვიო, მაგრამ მე უარზე ვიყავი, მინდოდა მე გამეჩინა, ჩემი შვილი მინდოდა. ბოლოს ეკლესიაში სიარული დავიწყე, 31 წლის ასაკში მოვინათლე და უფალს ვთხოვდი დახმარებას. მის მეტი აღარავინ დამრჩა, ვისი იმედიც მქონდა.
მე და ჩემს მეუღლეს რაღაც დროის შემდეგ დაგვილაგდა ურთიერთობა, დავთანხმდი ბავშვის აყვანაზე და საბოლოოდ დავყარე ფარხმალი. რამდენიმე ხნის შემდეგ ავიყვანეთ ერთი ულამაზესი გოგონა, ჩემი პატარა ანი. მეცხრე ცაზე ვიყავი მისი ერთი ბეწო სხეული ხელში რომ დავიკავე. თავს ვევლებოდით მეც და ჩემი მეუღლეც. მთელს ენერგიას, სითბოს და სიყვარულს მასში ვდებდით. ერთ დღესაც როდესაც ჩემი გოგონა პირველად წავიყვანე ბაღში ცუდად გავხდი, თავბრუ დამეხვა.

Loading...


ვიფიქრე არაფერი ისეთი არაა, ეტყობა გადაღლილობის ბრალიათქო და ყურადღება არ მივაქციე. დაახლოებით ერთი თვე ასე გრძელოდება, ხან გულის წავლები, ხანს გულის რევის შეგრძნებები. აზრადაც არ მომივიდა რომ შესაძლოა ფეხმძიმედ ვყოფილიყავი. გადავწყვიტე ექიმთან მივსულიყავი. მივედი როგორც იქნა რამდენიმე დღეში. ჩამიტარეს კვლავ გამოკვლევები და გავვოცდი. ექიმი მეუბნება რომ ორსულად ვარ. არ ვიჯერებდი, ვამბობდი ეს შეუძლებელია უშვილო ვართქო, მაგრამ ექიმის შემდეგმა ნათქვამმა სულ გამაგიჟა – თქვენ 3 ტყუპს ელოდებითო.
ვერ დავიჯერე, გაოცებული გამოვედი ექიმის კაბინეტიდან და მაშინვე მეუღლეს დავურეკე. ვუთხარი რაც მითხრა ექიმმა. ჩემი ქმარი მეცხრე ცაზე იყო სიხარულით. მაშინვე ჩემს წამოსაყვანად გამოემართა. ხოდა ახლა როდესაც ჩემი სამი პატარა ანგელოზი გვერდით მიწევს, მინდა ჩემი სიხარული თქვენ გაგიზიაროთ. შვილზე უფრო დიდი ბედნიერება არ არსებობს დედამიწაზე. მე ახლა უკვე ოთხი შვილი მყავს და ჩემზე ბედნიერი ადამიანი დედამიწაზე არ დაიარება. იცოდეთ ცხოვრებაში ყოველთვის ხდება სასწაულები.

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ