
ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში ირინა არდაშელიას პოსტს აქვეყნებს:
,,წაიკითხეთ:
ირინე არდაშელია
ხალხს ემსახურებიან და შენახვა ხო უნდათ?!
ნათლობა 100 ლარი, ქორწილი – 300 და ა.შ.
ვამბობ, გახდეს პროფესია და იმუშაონ ხელფასზე-თქო. მაინც დიდი ხანია უკვე ბიზნესია და არა მოწოდება …
— საპატრიარქო დღეს ფლობს და განაგებს 62,7 კვადრატულ კილომეტრზე მეტ მიწას, რაც თითქმის ქალაქ ბათუმის ფართობს უტოლდება.
— მიწების 96 პროცენტი საპატრიარქომ სახელმწიფოსა და კერძო პირებისგან საკუთრებაში და დროებით სამართავად უსასყიდლოდ მიიღო.
— 2002 წლიდან დღემდე საპატრიარქოსთვის ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან გადარიცხულია 285 მილიონ ლარზე მეტი.
— ქართული ეკლესიის სათავეშია სინოდის 47 წევრი, რომელთაგან 41-ი ჩართულია საპატრიარქოს ბიზნეს საქმიანობაში. სინოდის წევრთა უმრავლეოსობა სოლიდური ქონების მფლობელია.
— საპატრიარქოს 40 ბიზნეს-კომპანია აქვს, 4 სხვა კომპანიაში წილი და 105 არასამთავრობო ორგანიზაცია.
— საპატრიარქოს ბიზნეს და არასამთავრობო საქმიანობის მთავარი მიმართულებაა განათლების სფერო. თუმცა, ნავთობის იმპორტიოირი და ალკოჰოლის მწარმოებელი კომპანიებიც აქვთ.”
alia. ge