საზოგადოება

მოხუცი დედა შვილმა თავშესაფარში ჩააბარა და სულ დაივიწყა ის… გავიდა დრო და ექიმებმა დაურეკეს დედაშენი კვდებაო…

loading...
loading...

როცა ძალიან დაბერდა და ქმარიც მოუკვდა, შვილმა და სიძემ გადაწყვიტეს თავშესაფარში წაეყვანათ. სულ დაავიწყდა შვილს, რომ ყავდა დედა… გავიდა დრო, ერთ დღეს დაურეკეს და უთხრეს, დედაშენი კვდებაო და ნახეო… წავიდა დედასთან, მოხუცი ძლივს ლაპარაკობდა, სახეზე უდიდესი, სიხარული ეხატა, დედური სიყვარულით ანთებული თვალებით უყურებდა შვილს და მის

ხელებს გულში იხუტებდა… შვილმა სინდისის ქეჯნა იგრძნო და უთხრა დედას: დედა მითხარი, რა გინდა, ყველაზე მეტად, აგისრულებო. დედამ უპასუხა, მე არაფერი მინდა შვილო, ამ თავშესაფარს, ერთი კონდიციონერი და მაცივარი უყიდე, თორემ შენ რომ მოგიყვანს შენი შვილი აქ, გაგიჭირდება, ზაფხულში ძალიან ცხელა და საჭმელებიც ფუჭდებაო, მე კი გავუძელი, მაგრამ შენ მედარდები ვერ გაუძლებო… და შვილზე მოხვეული ხელები გაუცივდა

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close