სიახლეები

კონტრაქტს ვუდებ იმათ, ვინც ჩემთვის საინტერესოა – ნიკა გვარამია

loading...
loading...

ნიკა გვრამია ამბობს, რომ „მთავარ არხზე“ იტოვებს მათ, ვინც „მისთვის საინტერესოა“. ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც „რუსთავი 2“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი იმნაიშვილმა „რუსთავი 2“-დან წასული გუნდის ნაწილის უკან დაბრუნების შესახებ ინფორმაცია გაჟღერა.
„ვინ სად დაბრუნდება, ამაზე პასუხი არ მაქვს. არავის ჰქონია ჩემთან საუბარი იმაზე, რომ „რუსთავი 2“- ზე დაბრუნდებოდა და თუ ვინმე დაბრუნდება, იხილავთ. მე ვიცი, ჩემთან ვინ იმუშავებს და ვინ იქნება. ვინ სად აპირებს დაბრუნებას რატომ უნდა მაინტერესებდეს?! მე მხოლოდ ის ვიცი, ვინ მჭირდება და ვინ იმუშავეს ჩემთან“, – ამბობს ნიკა გვარამია „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.


ამასთან, მისი თქმით, დღეს დილიდან კონტარქტების დადებაზე მუშაობს. „კონტრაქტს ვუდებ იმათ, ვინც ჩემთვის საინტერესოა, ყველას არა, რა თქმა უნდა. ვიღაცა სხვაგან მიდის, სხვა ტელევიზიაში, ვინც ჩემთვის საინტერესოა, ამ ტელევიზიაში იქნება“, – განაცხადა გვარამიამ.
რაც შეეხება ირაკლი იმნაიშვილის „რუსთავი 2“-ზე დანიშვნას, არხის ყოფილი გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ამ ფაქტს ვერ შეაფასებს, რადგან ეს არაკორექტული იქნება. „წარმატებას ვუსურვებ-თქო ვერ ვიტყვი, რადგან ბიძინა ივანიშვილის არხს წარმატებებს ვერ ვუსურვებ“, – აცხადებს გვარამია.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close