Loading...

“მადლობა დედას რომ მასწავლა, რომ პატრიარქი უზნეო მეშჩანი იყო”- ნახეთ რას ამბობს ნინია კაკაბაძე

0
1350

ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე პატრიარქ ილია მეორის სახლში სტუმრობის ბავშვობისდროინდელ ამბავს იხსენებს. როგორც ჟურნალისტი ფეისბუკზე წერს ამ სტუმრობის შემდეგ დედამისის აღშფოთება პატრიარქის სახლში არსებულმა სიმდიდრემ გამოიწვია:
„9-10 წლის ვიქნებოდი ალბათ, ახლობლების ჯვრისწერის შემდეგ, დედაჩემთან ერთად პატრიარქის სახლში (სიონის გვერდით) რომ აღმოვჩნდი. ბუნებრივია მაშინ ვერაფერი შევნიშნე და პირიქით, დიდი ინტერესით ვათვალიერებდი მის მისაღებ ოთახს სადაც ყველანი მიგვიღო… როგორც ჩანს დედაჩემიც პირველად იყო მასთან სტუმრად, რადგან იმ დღის მერე მახსოვს მისი აღშფოთებული საუბარი იმის თაობაზე, რომ პატრიარქი ასეთ სიმდიდრეში არ უნდა ცხოვრობდეს, რომ ოქრო თვალს არ უნდა გჭრიდეს მის ბინაში, რომ ძვირფასი ნივთებით გამოტენილი სახლი არ უნდა ქონდეს და რომ ეს მეშჩანობა და უზნეობაა.
ხოდა მადლობა დედას სულ პატარაობიდან რომ მასწავლა ისეთი ჭეშმარიტებები, დღესაც რომ არ იციან ზრდასრულმა (დაბალ და მაღალჩინოსანმა) რეგვენებმა. მხოლოდ ის კი არა, რომ ძვირფასი ოქროს და “ხრუსტალის” ნივთები უზნეობაა, არამედ ის რომ პატრიარქი უზნეო მეშჩანი იყო.
ეს პოსტი კი უფრო დედაჩემს ეძღვნება, რომელიც საშინლად მაკლია და მენატრება!“- წერს ნინია კაკაბაძე.

Loading...

წყარო: onone.ge

დატოვეთ კომენტარი
Loading...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ