Loading...

მუყაოს სახლი, რომელსაც ერთ დღეში ააშენებთ და 100 წელი გაძლებს

0
1668

მუყაოს სახლი, რომელსაც ერთ დღეში ააშენებთ და 100 წელი გაძლებს
ამ კომპაქტური სახლის კონსტრუქციაში დაპრესილი, მტკიცე მუყაო გამოიყენება. ამგვარი სახლი 24 საათში იწყობა და, მინიმუმ, 100 წელს ძლებს, – გვარწმუნებს ჰოლანდიური კომპანია Fiction Factory, რომელმაც ეს ინოვაციური პროექტი წარმოადგინა.
 

Loading...


ერთი სახლის ფასი 30 ათასი ევროა. სახლები ჯერჯერობით ევროპის რამდენიმე რაიონში იყიდება და მათზე რიგები დგას.

ჰოლანდიურიდან სიტყვა Wikkelhouse ითარგმნება, როგორც „სახლი-შეფუთვა“. უჩვეულო სახლის შექმნის პროცესი მართლაც შეფუთვას ჰგავს: სახლის კარკასი მუყაოს 24 ფენით იფუთება. ყოველი ამგვარი სახლი ინდივიდუალური პროექტია, ვინაიდან ყოველი მათგანი ერთმანეთისგან ზომებით განსხვავდება.


ყოველი სახლი მუყაოს ხუთი-ექვსი მოდულით ეწყობა. თითოეული მოდულის წონა 500 კილოგრამია. მოდულები ეკოლოგიური წებოთი ერთდება. შემკვეთი თავად ირჩევს სახლის ზომას. ამას გარდა, Wikkelhouse-ს ღრმა საძირკველი არ ესაჭიროება. მწარმოებელი კომპანიის განცხადებით, მშენებელთა ბრიგადა სახლს 24 საათში აგებს.

ასე გამოიყურება ეკოსახლის კედელი: მუყაოს ჟღენთენ წყალდამცავი მასით, ხოლო დამატებითი სიმყარისთვის კონსტრუქციას ხით ამაგრებენ.


შენობა სიმყარითა და მდგრადობით გამოირჩევა. მისი წონა 3 ტონამდეა, რის გამოც სახლს საძირკველი არ ესაჭიროება.



შიგნით და გარეთ სახლი ტენგაუმტარი აპკით იფარება, რომელიც ხის ზედაპირზეა დაწებებული. ეს სახლის ინტერიერსა და ექსტერიერს ტენისგან იცავს.
სახლი როგორც ცენტრალურ, ისე ავტონომიურ კომუნიკაციებზე ერთდება.
 სახლის ინტერიერი კარგადაა გადაწყვეტილი. შემკვეთის მოთხოვნით მისი ტრანსფორმაცია ადვილად შეიძლება, ხოლო დამატებით ფასის გადახდის შემთხვევაში – სააბაზანოსა და სამზარეულოსაც დაუმატებენ.
მწარმოებელმა კომპანიამ, ექსპერიმენტის სახით, Wikkelhouse მცურავ პლატფორმაზეც განათავსა.


Wikkelhouse-ს მთელი მასალა შესაძლებელია გადამუშავდეს. სახლის ორივე მხარეს მინის ფასადებია, რათა ბუნებრივი განათება მაქსიმალურად იყოს.

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ