Loading...

მალე, ადამიანებს ღორის გულს გადაუნერგავენ!

0
384

ამერიკელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში ადამიანის დაავადებულ გულს,  დონორი ღორის გული შეცვლის! ადამიანები მალე დაიწყებენ ამ შინაური, კეთილშობილი და უწყინარი ცხოველის გულის გადანერგვას. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ, თავიანთი კვლევების მონაცემთა საფუძველზე, შტატ მერილენდის ჯანმრთელობის უნივერსიტეტის მედიკოსები.    
ღორის გულის გადანერგვის ექსპერიმენტმა, უკვე წარმატებით ჩაიარა. ცდები ბაბუინზე ჩაატარეს. მეცნიერები 2,5 წლის მანძილზე აკვირდებოდნენ მაიმუნის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მოცემული მომენტისთვის, ეს ყველაზე წარმატებული ექსპერიმენტი

Loading...

აღმოჩნდა იმასთან შედარებით, რაც ამ ხნის მანძილზე ორგანოს გადანერგვისას ჩატარებულა. ეს კი – შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმ იმუნომოდულაციის წყალობით, რომელიც ამერიკელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს.
მკვლევარები დამაჯერებლად ირწმუნებიან, რომ უახლოეს მომავალში, ეს მეთოდი საკუთარ ადგილს ჰპოვებს ადამიანისთვის გულის დონორული გადანერგვის საქმეში.
იმისთვის, რომ ბაბუინის ორგანიზმში ღორის გულს ეცოცხლა, მეცნიერებმა გარკვეული შესაბამისი ცვლილებები შეიტანეს მოცემული ოგანოს გენეტიკურ მახასიათებლებში.

დატოვეთ კომენტარი
Loading...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ