Loading...

ჯერ უმცროს ძმას უნახავს, შემდეგ კი დედამ კივილი მორთო – სოფელ წინუბანში 10 წლის გოგონა ჩამომხრჩვალი იპოვეს

0
1136

პანკისის ხეობაში, სოფელ წინუბანში 10 წლის გოგონა ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი თავდაპირველად მისმა უმცროსმა ძმამ, შემდეგ კი სახლში დაბრუნებულმა დედამ ნახა, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცავები გამოიძახეს. წინასწარი ინფორმაციით, გოგონა ხეზე ჰიჯაბით დაეკიდა, რამაც მისი მოგუდვა გამოიწვია.
ტრაგედიის მიზეზების დასადგენად სამართალდამცავები უკვე მუშაობენ.

Loading...


მანამდე კი წინუბნის სკოლის ადმინისტრაციაში მხოლოდ უბედურ შემთხვევას განიხილავენ და ვერსიას, რომ შესაძლოა ბავშვმა თავი მოიკლა, კატეგორიულად გამორიცხავენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს

დატოვეთ კომენტარი
Loading...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ