სიახლეები

„არ ვიცოდით მკვლელის შეწყალების შესახებ” – მოკლული ოთხმეზურის ბიცოლა

loading...
loading...

პროფესორ გოგი ოთხმეზურის შვილის, 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელის შეწყალების შესახებ ოთხმეზურების ოჯახმა არაფერი იცოდა. „პრაიმტაიმს“ მოკლულის ბიცოლა ესაუბრა, რომელიც ეჭვობს, რომ სალომე ზურაბიშვილი შაწყალების აქტს ხელს ისე აწერს, რომ შესაწყალებელი პირების საქმეებს არც კი ეცნობა.
„არ ვიცოდით მკვლელის შეწყალების შესახებ. ისიც არ ვიცით ნამდვილად შეიწყალეს თუ არა. მკვლელი შეიძლება რომ გამოუშვან ერთ წელიწადში? როგორც ჩანს ყველაფერი მოსულა ამ ქალაქში. ისიც არ ვიცი რა გითხრათ.
ეს ბიჭი არის ფსიქიკურად ავად. ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უნდა იყოს. 12 წელი ოჯახი სახლში მალავდა.  12 წელი ველოდებოდით განაჩენს, თუ არ იყო დამნაშავე რატომ მალავდნენ. არსებობენ მკვლელობის მოწმეებიც.

სალომე ზურაბიშვილი, ალბათ, არ კითხულობს ვის უშვებს ციხიდან. პირდაპირ აწერს შეწყალებაზე ხელს. ძალიან დიდი შეცდომა იყო შეწყალების კომისიის გაუქმება. ვეჭვობ პრეზიდენტი შესაწყალებელი პირების საქმეებს არ ეცნობა“ – უთხრა მოკლულის ბიცოლამ.
პრეზიდენტმა 18 წლის დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა.
ფაქტს ადმინისტრაცია სამი კვირის განმავლობაში მალავდა. პროფესორ გოგი ოთხმეზურის შვილის, 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებული ასლან ბეჟანიძე ბოლო 12 წლის განმავლობაში იძებნებოდა. საბოლოოდ მისი დაკავება მოხერხდა თუმცა საპატიმრო წელიწადნახევრის შემდეგ დატოვა.
primetime.ge


დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close