Loading...

ცოლმა ქმარი წინა დღეს დაასაფლავა, სახლში მისვლიდან რამდენემე საათში ქმრისგან წერილი მიიღო, ქალი სულ გაფითრდა და მუხლები მოეკეცა

0
1858
loading...
loading...

სოციალურ ქსელში ერთ კურიოზულ ამბავს გადავაწყდი, ძალიან კაი განწყობაზე დამაყენა და იმედია თქვენც კარგ განწყობაზე დადგებით, ტექტს უცვლელად გთავაზობთ:
”ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა დასვენება, ქმარი ერთი დღით ადრე ჩავიდა კურორტზე. ჩავიდა, აიღო ნომერი. ოთახში კომპიუტერი დახვდა ინტერნეტით. გადაწყვიტა დაეწერა ცოლისთვის შეტყობინება, რომელიც მეორე დღეს უნდა ჩამოსულიყო. მაგრამ მისამართი არასწორად აკრიფა და ერთი ასო შეეშალა.

Loading...


გამოვიდა, რომ მისწერა სხვას, ქვრივ ქალს, რომელმაც წინა დღეს დაასაფლავა ქმარი. ქვრივმა ფოსტის შემოწმება გადაწყვიტა. იქ იყო რამოდენიმე სამძიმრის წერილი და ერთი სათაურით: “ჩემს ცოლს რომელიც ჯერ კიდევ სახლშია.” შედის ქვრივის შვილი დედასთან ოთახში და ხედავს გაფითრებული ქალი სკამიდან ცურდება. შვილი უყურებს მონიტორს იქ კი შეტყობინებაა: “ძვირფასო! ვიცი, რომ არც კი გეგონა, რომ მოგწერდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აქ ინტერნეტია! მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ნორმალურად ჩავაღწიე. დავრეგისტრირდი. ვემზადები შენი ჩამოსვლისთვის. იმედი მაქვს, რომ ჩამოაღწევ დაბრკოლებების გარეშე როგორც მე. მოუთმენლად გელოდები! P.s აქ ცხელა!

დატოვეთ კომენტარი
Loading...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ