
loading...
loading...
რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 18 წლის გოგონა ცხვირის ძგიდის ოპერაციის გასაკეთებლად მივიდა. სინჯის აღებიდან 1 საათში იგი ცუდად გახდა და ოპერაციის დაწყებამდე გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
18 წლის გოგონას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გეგმიური ოპერაციის დაწყებამდე გაკეთებული სინჯი მოზარდს გაუწითლდა. ამის მიუხედავად კი ექიმებმა ნარკოზი მაინც გააკეთეს. შესაბამისად, ნათესავები სიკვდილის სავარაუდო მიზეზად ნარკოზის დიდი დოზით გაკეთებას ვარაუდობენ.
დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...