სიახლეები

თვითდაზიანებები მიუყენებია და საავადმყოფოში გადაიყვანეს… – ცხვირის ოპერაციის დროს გარდაცვლილი 19 წლის გოგონას საქმრომ თვითდაზიანებები მიიყენა

loading...
loading...

როგორც რუსთავში გარდაცვლილი 19 წლის გოგონას საქმრომ განაცხადა, გოგონა ნარკოზის გაკეთებამდე თავს კარგად გრძნობდა და ჯანმრთელობისათან დაკავშირებითაც არანაირი პრობლემა არ ჰქონია.
გარდაცვლილი 19 წლის მარიამ სალაყაია წარმოშობით სენაკის რაიონის სოფელ მენჯიდანაა, თუმცა იგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და  დროებით თბილისში, ბებიასთან ცხოვრობდა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, გოგონამ ცხვირის ოპერაციის რუსთავში გაკეთება, მეგობრის რჩევის საფუძველზე გადაწყვიტა.


“ბავშვი მოგვიკლეს, 19 წლის უმწიკლო ბავშვი. დაჩეხეს ბავშვი და მოკლეს. ცხვირის ძგიდის გამო ვერ სუნთქავდა და ამიტომ მოვიდა აქ”, – აცხადებს ფლორა შენგელია.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც გოგონას გარდაცვალების შესახებ მისმა საქმრომ შეიტყო, ახალგაზრდა კაცმა თვითდაზიანებები მიიყენა და სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდა.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close