საზოგადოება

მე ნინი არ ვარ… უი საქართველოში არ ვარ და ვერ გიპასუხებთ… – ნინი ქარსელაძის პირველი კომენტარი პრეზიდენტის სკანდალთან დაკავშირებით

Loading...

“ქართული ოცნებისა” და სალომე ზურაბიშვილის აქტიური მხარამჭერი, მომღერალი ნინი ქარსელაძე პრეზიდენტის სკანდალურ შეწყალებებზე დასმულ კითხვას გაურბის.
“ნიუპოსტი” ქარსელაძეს დაუკავშირდა და პოზიციის დაფიქსირება სთხოვა. თავდაპირველად მომღერალმა გვითხრა რომ “ნინი არ არის”. შემდეგ კი აღნიშნა, რომ “საქართველოში არ იმყოფება”. გვაინტერესებდა, გრძნობს თუ არა ის მორალურ პასუხისმგებლობას ქვეყნის პირველი პირის სადაო გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, რადგან ქარსელაძე აქტიურად მონაწილეობდა ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ქარსელაძე აქტიურად მართავდა შეხვედრებს მოსახლეობასთან და სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა.

Loading...


მომღერალმა სხვა კოლეგებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო საარჩევნო კლიპში და მაყურებელს მოუწოდებდა შემოეხაზათ ზურაბიშვილის საარჩევნო ნომერი – 48.
შეგახსენებთ, მარიამობის დღესასწაულზე სალომე ზურაბიშვილმა 34 ადამიანი შეიწყალა. მედიამ გაარკვია, რომ პრეზიდენტის შეწყალებულთა შორის არის 20 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე. პრეზიდენტმა შეიწყალა ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა.
ამასთან, როგორც ირკვევა, პრეზიდენტმა მკვლელობაში მსჯავრდებულების გარდა ნარკორეალიზატორებიც შეიწყალა.

დატოვეთ კომენტარი

Loading...

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close