სიახლეები

სინამდვილეში რა გახდა თელავში ყოფილი ცოლის მოკვლის მიზეზი

loading...
loading...

„პრაიმტაიმისთვის“ თელავში მოკლულ ქალთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
მოკლული 1971 წელს დაბადებული ნონა ლაზარიაშვილია, რომელიც დუბაიში მუშაობდა. იგი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა თბილისში, სადაც ყოფილი მეუღლე და მისი შვილი ცხოვრობდნენ.
მამაკაცი ქალს შერიგებას სთხოვდა, რაზეც ყოფილმა მეუღლემ  უარი უთხრა. ის სამუშაოდ კვლავ დუბაიში აპირებდა გამგზავრებას. კონფლიქტი სწორედ ამ ნიადაგზე დაიწყო, რის შემდეგაც მამაკაცმა ყოფილი მეუღლე მოკლა და შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად მძიმეა.


მკვლელობის დროს სახლში იმყოფებოდნენ ოჯახის წევრებიც, მათ შორის შვილიც.
შეგახსენებთ, თელავში ახალგაზრდა მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა და შემდეგ თვითმკვლელობა სცდა.
გამოძიების ინფორმაციით, მან მეუღლეს სანადირო თოფი ესროლა და შემდეგ თავადაც, თავის არეში ჭრილობა მიიყენა. ის, მძიმე მდგომარეობაში, თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close