სიახლეები

მის სახეზე ცრემლები დავინახე, თითქოს ინანიებდა და ამის გამო ტიროდა… – ნახეთ რამდენი წელი მიუსაჯეს 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ 16 წლის დედას

Loading...

7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება გორის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლევან ბარბაიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
 მოსამართლის განმარტებით, მან ბავშვთა ევროული კონვენციით იხელმძღვანელა და რადგან მსჯავრდებული არასრულწლოვანია, მას საბოლოდ სასჯელის ზომად 6 წლიანი პატიმრობა განესაზღვრა.
არასრულწლოვანს ფსიქოლოგიურ დახმარებასაც აღმოუჩენენ.
აღნიშნული გადაწყვეტილება გააპროტესტა მოკლული ჩვილის მამის ოჯახმა.

Loading...


“პარლამენტთან მიმდინარე აქციას კიდევ ერთი შვილმოკლული მამა შეუერთდება”,-აცხადებს ადვოკატი ნონა დვალიშვილი.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა 21 მაისს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, 7 თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ჩვილის არასრულწლოვანი დედა დააკავეს.
გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დაიწყო. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დატოვეთ კომენტარი

loading...
loading...

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close