საზოგადოება

ახალგაზრდა მამაკაცი ავარიაში მოყვა და ძალიან დაშავდა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, გამოღვიძებისას კი გაიგო, რომ მისი სამივე შვილი ავარიაში დაიღუპა…

Loading...

27 წლის ლუკასი რესტორანის მენეჯერია ამერიკაში, ის ცოტახნის წინ საშინელ ავარიაში მოჰყვა და ტრავმების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა ყველაზე ცუდი ის არის, რომ მანქანაში ის მარტო არ იჯდა, მას თან ახლდნენ ცოლი და სამი მცირეწლოვანი შვილი.
რამდენიმე ხნის შემდეგ კაცი აიდაჰოს ერთ-ერთ საავადმყოფოში მოვიდა გონს. მის გვერდით მისი ძმა ენტონი იდგა და ძლივს გაუბედა იმის თქმა, რომ ცოლი ძლიერი მოტეხილობებით გვერდით პალატაში იწვა, გოგონები – ანინა, კია და დრაიკა კი ცოცხლები აღარ იყვნენ. ისინი შემთხვევის ადგილზე დაიღუპნენ.

Loading...


ყველაზე ცუდი ამ ამბავში ის არის, რომ მძოლი რომელიც ამ ოჯახს დაეჯახა ნასვამი იყო და დიდი სისწრაფით მოძრაობდა. მძღოლი ახლა დაკავებულია. მას სამმაგ მკვლელობაში ედება ბრალი, მაგრამ ამით ლორაკების ოჯახს შვება არ მისცემიათ…
ეს ამბავი მართალია ჩვენგან ძალიან შორს მოხდა, მაგრამ საქართველოშიც ძალიან ბევრი დადის სწრაფად, ამიტომ ჩვენი ბლოგი გთხოვთ ნელა იაროთ და გაუფრთხილდეთ ერთმანეთს.

დატოვეთ კომენტარი
Loading...

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close