სიახლეები

მაღაზიაში მივდიოდი იქაც მომყვებოდა, სადარბაზომდეც მომყვებოდა… – 6-ე კლასელი გოგონა, რომელმაც საკუთარი პედაგოგი კიბიდან დააგორა, მასწავლებელს თვეების განმავლობაში უთვალთვალებდა

რუსთავის #5 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლის დედა აცხადებს, რომ მასწავლებელი, რომელიც მის შვილს კიბიდან დაგორებაში სდებს ბრალს, ცრუობს. ის ასევე სიცრუეში ადანაშაულებს #5 საჯაროს სკოლის ყოფილ დირექტორს არსენ დემეტრაშვილს და ერთ-ერთი მოსწავლის მშობელს.
როგორც მე-6 კლასელის დედა აცხადებს, “ინფო რუსთავის” მიერ მომზადებულ სიუჟეტში არსენ დემეტრაშვილი და მშობელი მის შვილს ცილს სწამებენ. საუბარია განცხადებაზე, რომელშიც სკოლის ყოფილი დირექტორი მოსწავლის უკონტროლო ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე საუბრობს, ასევე მშობლის ბრალდებაზე, გოგონას მხრიდან მოსწავლეებისთვის ფულის გამოძალვასთან დაკავშირებით.როგორც მე-6 კლასელის დედა აცხადებს, ცილისწამებისთვის ის სასამართლოში დავას აპირებს.

მუსიკის პედაგოგის, ნანა წიქარიშვილის ბრალდებებს ნაწილობრივ აღიარებს თავად მე-6 კლასის მოსწავლე. გოგონა ადასტურებს, რომ პედაგოგს ნამდვილად უთვალთვალებდა, თუმცა მასწავლებელზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს უარყოფს.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს “ინფო რუსთავმა” ექსკლუზიურად გაავრცელა ინფორმაცია, #5 საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რის შედეგადაც მუსიკის პედაგოგი ტვინის შერყევით კლინიკაში მოათავსეს. ნანა წიქარიშვილი მე-6 კლასის მოსწავლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში გოგონა მას უთვალთვალებდა, შეურაცხყოფას აყენებდა და დასცინოდა. 

დატოვეთ კომენტარი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close