Loading...

ალბათ ოდესმე მაპატიებს ეს დიდი გენიოსი მისი საიდუმლო რომ გავამჟღავნე… – ნანუკა ჟორჟოლიანი გია ყანჩელზე

0
1267
loading...
loading...

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში კომპოზიტორ გია ყანჩალის გარდაცვალებას ეხმაურება.
ტელეწამყვანი გია ყანჩელის მიერ უკანასკნელ დღეებში გაკეთებულ სიკეთეს იხსენებს და წერს, რომ კომპოზიტორი “ნანუკას შოუ”-ს გადაცემის ნახვის შემდეგ მარტოხელა მამებს დაეხმარა.
“ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, გია ყანჩელი დაგირეკავსო, ვაახ, როგორი ბედნიერი ვიყავი. წინა დღით, ჩემი გადაცემა უნახავს მარტოხელა მამებზე. მათთან დაკავშირება მთხოვა და სოლიდური თანხა ჩაურიცხა სამ მამას, ამ ამბის საიდუმლოდ

Loading...

შენახვის სანაცვლოდ. შემდეგ კიდევ დამირეკა ერთ გოგოზე. უკვე ვიცოდით რომ ესეც ჩვენს შორის უნდა დარჩენილიყო. ალბათ მაპატიებს გენიოსი მისი საიდუმლო რომ გავთქვი.”
გენიოსი რომ იყო ჩვენ კი არა მსოფლიომ იცის, მაგრამ სწორი მოქალაქე რომ იყო, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. მოვა დრო, ჩემს შვილიშვილებთან თავს მოვიწონებ რომ გია ყანჩელს ვიცნობდი” – წერს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი.

დატოვეთ კომენტარი
Loading...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ