Loading...

რატომ მოკლა გიორგი წურწუმიამ საკუთარი ძმა შვილის საფლავზე და რატომ ჩამოიხრჩო მკვლელობაში ბრალდებულმა ციხეში თავი

0
2153
loading...
loading...

34 წლის რობერტ წურწუმია წლების განმავლობაში გერმანიის ქალაქ აუგსბურგში ცხოვრობდა. მას დამთავრებული ჰქონდა ქალაქ კილში დოქტორანტურა საერთაშორისო სამართალში. ასევე, ქალაქ აუგსბურგში 2016 წლის ნოემბრის თვეში მან დააფუძნა „საერთაშორისო ორგანიზაცია გალი“. მის მთავარ მიზანს გალის, როგორც მნიშვნელოვანი სამშვიდობო რესურსის მატარებელი რაიონის აქტუალიზება და ისტორიულ-შუამავლური დანიშნულების კიდევ ერთხელ ხაზგასმა წარმოადგენდა.
წურწუმია გალის რაიონ სოფელ ზემო ბარღებში დაიბადა. იქ ცხოვრობენ მისი მშობლები. რაც შეეხება ძმას გიორგი წურწუმიას, რომელმაც ცივი იარაღით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე რობერტის მრავლობითი ჭრილობა მიაყენა გულ-მკერდის არეში, ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში ცოლის ოჯახში ცხოვრობდა.
„როგორც ვიცით, ძმებს წლების მანძილზე არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, მიზეზი რა იყო ჩვენ არ ვიცით… გიორგის ახლა ერთი გოგო ჰყავს, ერთი კი-7 თვის გარდაცვლილია. ძალიან განიცდიდა შვილის გარდაცვალებას. რობერტი, რომ ჩამოვიდა გერმანიიდან, თითქოს შერიგდნენ ძმები, იმ დღეს სუფრა ჰქონიათ შერიგების და მერე რა მოხდა არ ვიცით. შვილის სასაფლაოზე წასულან გიორგი და რობერტი და მერე იქვე მოშორებით მანქანაში დაჭრა დანით, გულ-მკერდის არეში (მიაყენა 7 ჭრილობა). საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა რობერტი“, – უთხრა „პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობელმა.

Loading...


ზუგდიდის სასამართლომ ძმის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ირაკლი აბშილავამ სრულად გაიზიარა პროკურორ დიმიტრი ხვიტიას შუამდგომდგომლობა. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. მე არ ვაპირებ თავის გამართლებას. თავს არ დავიცავ, – განაცხადა სასამართლო სხდომაზე. მან ასევე ადვოკატზე უარი თქვა. გამოძიება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ს განმარტებით, მიზეზი წარსულში არსებული უთანხმოებაა. ქალაქ აუსბურგში მცხოვრები ქართველები და რობერტის მეგობრები მომხდარ ფაქტს ეხმაურებიან სოციალური ქსელის მეშვეობით.
ზუგდიდში ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი წურწუმია ციხეში გარდაცვლილი ნახეს. არსებული ინფორმაციით, წურწუმია ქუთაისის ციხეში იმყოფებოდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით ახალგაზრდამ თავი მოიკლა.
როგორც ნიუპოსტს ნათესავებმა განუცხადეს მათ ქუთაისიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ახალგაზრამ თავი თავი ჩამოიხრჩო

დატოვეთ კომენტარი
Loading...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ