Loading...

ბავშვმა დაწერა 28 დღე სიკვდილამდე, ასე და ასე უნდა მოვკვდეო წავიკითხე… მე ვუთხარი ხო აპირებ გადახტომას ხო და გადახტი მეთქი – რას წერდა გიორგი გვარჯალაძის ქალიშვილი გარდაცვალებამდე

0
977
loading...
loading...

ტრაგიკულად დაღუპული 16 წლის გოგონას მამა, გიორგი გვარჯალაძე გადაცემაში “სხვა ნანუკასთან” ლენოსა და მის ურთიერთობაზე საუბრობს და მომხდარში საკუთარ თავს ადანაშაულებს.

Loading...

მუსიკოსი ასევე მშობლებს რჩევებს აძლევს და მოუწოდებს მათ, რომ მეტი დრო დაუთმონ შვილებს და განსაკუთრებით ყურადღებიანები იყვნენ მათ მიმართ.

“მე მომხდარში ვადანაშაულებ ჩემს თავს, არ მქონდა ურთიერთობის დეფიციტი, მაგრამ ეს არ ყოფილა საკმარისი. ჩვენ, მე და ლენოს მუსიკა გვაერთიანებდა და ერთი სიმღერაც არ მაქვს მისი ჩაწერილი პროფესიონალურად. ყველა მშობელს მივმართავ, რომ გარანტირებულად არ თქვათ, რომ მერე ამისთვის დროს გამოვნახავ, ახლა უნდა გააკეთოთ ეს.

ლენო არასდროს იყო ჩაკეტილი, უბრალოდ მე არ ვიჭრებოდი მის პირად სივრცესი. ახლა ვხვდები, რომ შევცდი. შეუძლებელი იყო მე მის ტელეფონში ჩატი მენახა. ეს რომ გამეკეთებინა ახლა ცოცხალი იქნებოდა. დაწერა ბავშვმა 28 დღე სიკვდილამდე. მე რომ გამეხსნა ერთი წუთითაც არ დავტოვებდი მარტო. პირდაპირ წერია დღე 28, აქედან პირველ დღეზე რომ ჩავალ, მოვიკლავ თავს, გადავხტები აივნიდან. მე გამოვიცანი ხო აპირებ გადახტომას გადახტი, მეთქი და გადახტა იქიდან სამ საათში. ძველი სუიციდური მომენტებიდან ვუთხარი ეს. ვიჩხუბეთ სიტყვიერად, ისეთი რაღაცის დაკანონებას ცდილობდა რაც არ არის მიღები, ესიყო ღამე სიარული, კლუბი…არ მერჩივნა ეწანწალა ამ საქმეში მთავარი დამნაშავე მე ვარ. მე ავთვალე, რომ კრიტიკული პერიოდია და ამას გადააგორებს-მეთქი. მეც მქონდა მსგავსი მიდრეკილებები, მეგონა, რომ ამას ვერ გააკეთებდა…მაგარი შეცდომა დავუშვი. შვილზე მაგარი არაფერი არ არის. ეხლა რასაც ვაკეთებ პასუხისმგებლობაა, ინერციით ვაკეთებ ყველაფერს.

ბავშვებს მეტი დრო უნდა დაუთმონ მშობლებმა, პრობლემა როცა შეექმნება, უნდა იფიქრის, მამას დავურეკავ და ყველაფერი მოგვარდება…მძიმე მომენტში ლენო ყოველთვის ჩემთან მორბოდან, მე მქონდა წითელი ტელეფონი, მაგრამ გავუთიშე ბავშვს… პირდაპირ მე შემებრძოლა , დაწერილი მაქვს მისი ბოლო სიტყვები, მამა, ბრჭყალებში პირდაპირ ასე წერია. ტყუილებში არ ვცხოვრობ. მე ვარ დამნაშავე და უბედურიც ვარ” – აცხადებს გიორგი გვარჯალაძე.

დატოვეთ კომენტარი
Loading...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ