Loading...

5 მიზეზი, რატომ უნდა შეწყვიტოთ ბიუსჰალტერის ტარება

0
724
loading...
loading...

ბიუსჰალტერი ანტიკური საბერძნეთის დროიდან არსებობს. დღეს მას თითქმის ყველა ქალი ატარებს. მათ სჯერათ, რომ ლიფის ტარებას ბევრი სარგებელი აქვს, ამიტომაც, ალბათ, გაოცდებით, როცა გაიგებთ, რომ ბიუსჰალტერის გარეშე სიარული ბევრად უფრო სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.
სტატიაში გაგაცნობთ რიგ მიზეზებს, რატომ არის სასარგებლო ბიუსჰალტერის მოშორება. საბოლოო გადაწყვეტილება კი, რა თქმა უნდა, თქვენი მისაღები იქნება.

1 სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება.
ყველას სურს, კომფორტული ტანსაცმელი ეცვას, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ მჭიდროდ მოჭერილი ბიუსჰალტერი სულაც არ არის ასეთი. თუ კარგად დაფიქრდებით, გაიაზრებთ, რომ ლიფი უბრალო ნაჭერია, რომელიც მკერდის ზონაზე გვაქვს შემოჭერილი, ამან კი შესაძლოა ხელი შეუშალოს სისხლის მიმოქცევას ორგანიზმში, ისევე როგორც სხვა მჭიდროდ მოჭერილმა ტანსაცმელმა.
თუ ბიუსჰალტერს უარს ეტყვით, სისხლი თავისუფლად იმოძრავებს სხეულში, თქვენს მკერდს ჯანსაღი შესახედაობა მიეცემა და საერთო სისხლის მიმოქცევა გაგიუმჯობესდებათ.

2 უკეთესად გძინავთ.
ბევრი ქალი ძილის დროსაც ატარებს ლიფს. კვლევის მიხედვით, ეს მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის, ამიტომ შემდეგში ეცადეთ, ძილის დროს მკერდიც დაასვენოთ.


3 მკერდი უფრო მოცულობითი ჩანს.
იმისთვის რომ უფრო მიმზიდველები გამოვჩნდეთ, ხშირად ვატარებთ ბიუსჰალტერს, რომელიც მკერდს მაღლა სწევს. სინამდვილეში კი იმისთვის, რომ სავსე მკერდი გვქონდეს, საკმარისია, ბიუსჰალტერს უარი ვუთხრათ. ეს იმიტომ ხდება, რომ როცა მკერდი ბუნებრივადაა მიშვებული, გულ-მკერდის კუნთები გრავიტაციის საწინააღმდეგოდ მუშაობს. ასე რომ, მართალია, მკერდი არ გაგეზრდებათ, მაგრამ უფრო მიმზიდველი კი ნამდვილად იქნებით.

Loading...


4 მკერდი უფრო ძლიერი და აწეული ხდება.
პროფესორმა ჯინ-დენის როუილონმა ბესანკონის უნივერსიტეტიდან 15 წელი გაატარა ქალის ანატომიის შესწავლაში. მისი აღმოჩენების მიხედვით, თუ ქალი 1 წელი ბიუსჰალტერს არ ატარებს, მისი მკერდი ლიფის მტარებლებთან შედარებით 7მმ-ით მაღლა იწევს. იმავე შედეგს ნახავთ იაპონელების კვლევაშიც.


5 ზოგადად, უფრო ჯანმრთელი ხართ.
რადგანაც სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება, თქვენი კანი და კუნთები უფრო ჯანმრთელი ხდება. გარდა ამისა, ოფლი და ჭუჭყიც აღარ გროვდება “არამსუნთქავი” ბიუსჰალტერის ნაჭრის ქვეშ. ლიფის ტარების გამო სხეულის გარკვეულ ნაწილზე კანმაც შეიძლება შეიცვალოს ფერი ან გაგიჩნდეთ მუქი ლაქები.


დატოვეთ კომენტარი
Loading...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ