საზოგადოება

ეს ბიჭი 12 წლის ლუკაა, ხელსახოცებს ყიდის… სახეზე არ გადამიღო კლასელები დამცინებენო მითხრა… ახლა მის შესახებ მოგიყვებით გთხოვთ ყველამ გააზიარეთ

loading...
loading...

“მინდა მოგიყვეთ 12 წლის ლუკაზე  დიღმის მასივში, შუქნიშანთან პატარა ბიჭმა ფანჯარაზე მომიკაკუნა, ხელსახოცებს ყიდდა. სუფთად ეცვა, სევდიანი თვალებით იყურებოდა, თანხა რომ გავუწოდე და ხელსახოცი არ გამოვართვი არ მიშვებდა წაიღეო, ბოლოს მორიდებით მადლობა გადამიხადა და სხვა მანქანასთან მივიდა. მივბრუნდი, მინდოდა გამეცნო და გამეგო მისი ისტორია რომელსაც თქვენც გაგიზიარებთ.                        
ავჭალაში სწავლობს, მე-7 კლასშია, დედასთან და ობოლ, 9 წლის დეიდაშვილთან ერთად ვაგონში ცხოვრობს მუხიანის ასახვევთან. საღამოს ხელსახოცებს ყიდის, დედას ეხმარება. დედამისი დასუფთავების სამსახურში მუშაობს 400 ლარი აქვს ხელფასი, დილით ქუჩას ალაგებს და საღამოს ისიც გლდანში ხელსახოცებს ყიდისო მითხრა…


აი რა გითხრათ, ამ ბავშვის სევდიანი თვალები და ფერმკრთალი, ჩამომდნარი სახე ახლაც თვალწინ მიდგას, ძალიან მორიდებული და ზრდილობიანი შვილია 
ეს დედამისის ნომერია, ჟანა ქვია 558 23 28 60, თუ ვინმეს დახმარების სურვილი გაქვთ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ. ზუსტს მისამართს რომ მივალ მერე დავწერ.
სახის გამოჩენა არ ისურვა, ტელევიზორში სიუჟეტი გაუშვეს ჩვენზე და სკოლაში დამცინეს კლასელებმაო თვალცრემლიანი მიყვებოდა…. მეტი არ ვიცი რა დავამატო… ასე არ უნდა ხდებოდეს…”
/ეკა თაბუკაშვილი/

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close