Loading...

ტაროს კარტის ფსიქოლოგიური ტესტი — გაიგე ცხოვრების რა ეტაპს გადიხარ

0
549

ტაროს კარტის ფსიქოლოგიურ ტესტად გარდაქმნის იდეა ეკუთვნის კარლ გუსტავ იუნგს. იგი სხვადასხვა კულტურაში იკვლევდა არქეტიპებს და იყენებდა მათ ფსიქოლოგიაში. არქეტიპები ადამიანის ფსიქიკის უნივერსალური კონსტრუქციებია, რომლებიც კაცობრიობის მიერ დაგროვილ გამოცდილებას გენეტიკურად გადმოგვცემს. ის ხომ პირველი იყო, ვინც ,,კოლექტიური ცნობიერის” იდეა მოგვაწოდა, ამ დასკვნამდე კი მიიყვანა ერთმანეთისაგან აბსოლუტურად დამოუკიდებელ კულტურებში მსგავსი სიმბოლოების აღმოჩენამ. ეს არ არის ეზოთერიკა, ან მკითხაობა, არამედ უძველეს სიმბოლოებზე აგებული ფსიქოლოგიური ტესტი. კარტზე გამოსახული სიმბოლოები ეხება ჩვენი ფსიქიკის უღრმეს შრეებს, ვინაიდან ეს სიმბოლოები იმდენად ძველია, რომ კოლექტიურ ცნობიერში მათ ერთი მნიშვნელობა აქვს, მიუხედავად ხასიათის, სქესის, ასაკისა და ისტორიური ეპოქის.
ცხოვრების ყველა ეტაპს თავისი სირთულე აქვს, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ და გადავიდეთ შემდეგზე, რათა არ მოხდეს ჩვენი სტაგნაცია და დეგრადაცია. ტესტის სიმბოლოები გამოიწვევს გაუცნობიერებელ ასოციაციებს, რომელიც თქვენს ახლანდელ მდგომარეობას უკავშირდება. ასე შესაძლებელია ცოტა მეტი ინფორმაცია გამოსტყუოთ ქვეცნობიერს და მიიღოთ შეჯამებული პასუხი, თუ ცხოვრების რომელ ეტაპს გადიხართ ამ კონკრეტულ პერიოდში. გარკვეული დროის გავლის შემდეგ ამ ტესტის გაკეთება ისევ შეიძლება და დიდი ალბათობით შედეგები სულ სხვა იქნება. (უმჯობესია ეს ასეც მოხდეს).
დავიწყოთ ტესტი. აუცილებელი პირობაა არ წაიკითხოთ პასუხები წინასწარ, მაქსიმალური ყურადღებით დაათვალიერეთ თითოეული კარტი, მათი ფერები, სიმბოლოები. საბოლოოდ აირჩიეთ ორი კარტი — კარტი, რომელიც განსაკუთრებით მოგწონთ და კარტი, რომელიც ყველაზე ნაკლებად მოგეწონათ.
 
 
0)    

Loading...


1)


2)


3)


4)


5)


6)


7)


8)


 
9)


 
10)


 
11)


12)


13)


14) 


15)


16)


17)


 
18)


19)


 
 
20)
 


21)


  პასუხები
 
 
კარტი რომელიც განსაკუთრებით მოგეწონათ პირველი კარტია და აღწერს თქვენს აწმყოს და იმ ამოცანას, რომლის წინაშეც დგახართ.
მეორე კარტი, რომელიც ყველაზე მეტად არ მოგეწონათ, მიანიშნებს თქვენი ცხოვრების მომდევნო ეტაპს და გზას იმ ამოცანისაკენ, რომლის გადაწყვეტა უახლოეს მომავალში მოგიწევთ.
და აი ტაროს კარტის ფსიქოლოგიური ახსნა:
0) ხუმარა
ხელოვნება, დასაწყისი…
რადიკალურად ახალი ეტაპი დგება თქვენს ცხოვრებაში, ყველაფერი იცვლება, თითქოს ნულიდან იწყებთ. ამან შესაძლოა შეგაშინოთ, მაგრამ ეს ბუნებრივია — გადადიხართ სპირალის შემდეგ ხვეულში. დრო თქვენს წინაშე აგებს ახალ მიზნებს, გეგმებსა და ოცნებებს. გიჩნდებათ მოულოდნელი სურვილები და ფანტაზიები. გაბედე! — ვინც თამამად ოცნებობს, მას აქვს უნარი რამდენიმე მათგანი მაინც აიხდინოს. დროა დაიწყოთ, გაბედოთ, სცადოთ, განთავისუფლდეთ ჩვეული შაბლონებისა და ნორმებისაგან, შექმნათ ახალი გზა, უარი თქვათ უკვე ნაცადი ბილიკებით სიარულსა და გაწერილ სცენარებზე. ახლა ყველაზე ჩვეულებრივ საგნებზეც სხვაგვარი ხედვა გიყალიბდებათ. სიმსუბუქე, გამბედაობა, არაპროგნოზირებადობა — აი თქვენი კოზირები. კარგი პერიოდია კრეატივისათვის. ეს გამოიხატება წვრილმანებშიც და არაა აუცილებელი ამისათვის შექმნათ პოემები. ჩვეულისაგან გათავისუფლება, ახალი დასაწყისის გაცნობიერება — აი, ამოცანები.
1) ჯადოქარი
მოვიდა დრო აიღო საკუთარი ბედის აღვირები ხელში. ახლა ისე, როგორც არასდროს, მოვლენების განვითარება მთლიანად დამოკიდებულია შენზე. უამრავი გზა და შესაძლებლობა გეძლევა. თავისუფალი ხარ არჩევანში, მაგრამ პასუხისმგებლობაც შენია. საკუთარი მოწიფულობის გაცნობიერება, თავდაჯერებულობა, პასუხისმგებლობის აღება უნდა მოახერხო. საჭიროა მაქსიმალურად ზუსტად გაუგო თავს, გაიაზრო შენი ტალანტი და უნარები, მიიღო გადაწყვეტილება რა მოუხერხო მათ — როგორ მოახდინო რეალიზება. ასევე უნდა იპოვნო შესაძლებლობების ზღვარი, სუსტი ადგილები — რაც არ შეგიძლია და რაც გირთულდება. ფეხზე დადგომა და თვითრეალიზაცია არ გულისხმობს ყოვლისშემძლეობას. პირიქით, რეალიზებას სწორედ ის ახდენს, ვინც ადეკვატურად აფასებს თავის შესაძლებლობებს. სწორედ ამ ზღვარის პოვნა გასაჩუქრებს მიზნების განხორციელებისათვის საჭირო ძალით. ობიექტურად შეაფასე უნარები, იყავი დამოუკიდებელი, აქტიური, მიზანმიმართული. არ გაჰყვე დინებას.
 
2) ქურუმი
ქვეცნობიერთან კონტაქტის სიმბოლოა. ეს არ არის სოციალური თამაშებისათვის შესაფერისი დრო — კარიერის აშენების და საზოგადოებრივი წინსვლის. პირიქით, ახლა შენ არაცნობიერთან, სიღრმეებთან ამყარებ კავშირს, ეფლობი საკუთარ თავში. მიაქციე ყურადღება სიზმრებს, წამიერად გაელვებულ მოგონებებს, მოულოდნელ ფანტაზიებს, სურვილებს. სწორედ მათში შეიძლება იყოს კოდირებული მთავარი გზავნილი ქვეცნობიერიდან, პიროვნული სიღრმიდან.
ახლა უნდა დაამყარო კონტაქტი შენი პიროვნულობის იმ ნაწილთან, რომელსაც აქამდე ცუდად იცნობდი. შესაძლოა ამ პროცესმა შეგაშინოს და შენი ქცევები შენთვისვე აღმოჩნდეს დამაბნეველი. უკეთ უნდა შეიცნო და შეისწავლო საკუთარი თავი. ამ ეტაპზე გაცილებით მგრძნობიარე ხარ, რაც ბუნებრივია. ენდე ქვეცნობიერს და ის გიპასუხებს მადლიერებით — გახდები მეტად ინტუიციური და წინათგრძნობა გაძლიერდება, შემოქმედებითი მხარე აივსება სიღრმითა და ემოციური იმპულსებით. სწორედ ახლა გეცვლება ღირებულებათა სისტემა — სოციალური ღირებულებები — ფული, ძალაუფლება, პოზიცია არც ისე მნიშვნელოვანია, მთავარია სულიერი განვითარება, პიროვნული ზრდა. შესაძლოა გაგიტაცოს ფსიქოლოგიამ, ეზოთერიკამ, რელიგიამ, აღმოსავლურმა მედიტაციამ. შენი ამოცანაა მოუსმინო პიროვნულ სიღრმეში მიმდინარე პროცესებს, სურვილებს, წინათგრძნობას.
3) იმპერატრიცა
დატკბით მიწიერი ცხოვრებით, იზრუნეთ გარშემომყოფებზე, მიიღეთ თქვენი გრძნობები და დაალეგეთ ურთიერთობები დედასთან და ქალებთან. იმპერატრიცა ნამდვილი ქალია, ლამაზი, კეთილი, მზრუნველი. მიუხედავად სქესისა თქვენ ახლა შედიხართ ქალური ენერგიის სამეფოში, რომ უკეთ გაუგოთ მათ. რამდენადაც პირველი ქალი ჩვენს ცხოვრებაში არის დედა, მოაწესრიგეთ ურთიერთობები მასთან. იდეალური ურთიერთობა დედასთან გულისხმობს — პატივი სცე, გიყვარდეს, მიუტევო ყველა შეცდომა, ყველა წყენა დატოვო წარსულში, ამასთან გახდე დამოუკიდებელი მისგან: გქონდეს საკუთარი აზრი, იცხოვრო ცალკე, თავად იზრუნო თავზე… დაფიქრდით, გარდა ამისა, რა პრობლემა გაქვთ მასთან ურთიერთობაში? თუ ეს კარტი ქალმა აირჩია ეს ნიშნავს, რომ მხარდაჭერას ელტვის — სხვა ქალების თანადგომა სჭირდება. თუ იმპერატრიცა კაცმა აირჩია, მისთვის ამ ეტაპზე ყველაზე მთავარი არის პარტნიორთან ურთიერთობის მოგვარება. ეს შეიძლება იყოს მისი პოვნა, ან უკვე არსებული კონტაქტის ჰარმონიზება. ასევე, ეს კარტი მოიაზრებს საკუთარ ქალურ საწყისთან, რომელიც კაცებსაც გააჩნიათ, კონტაქტის დამყარებას, მისი საჭიროებების გაცნობიერებასა და აღქმას. იგულისხმება: საკუთარი ემოციების/გრძნობების მიღება, მოქნილობის განვითარება, ადაპტირებისა თუ კომპრომისზე წასვლის უნარი, სინაზე, რამდენაც ქალი დედაა ძირითადი დედური თვისების, მზრუნველობის გამოვლენა. ესაა პერიოდი, როდესაც უნდა იყოთ მზრუნველი, უთანაგრძნო, მხარი დაუჭირო და დაეხმარო გარშემომყოფებს.
4) იმპერატორი
რაციონალურობა, ლოგიკური და თანმიმდევრული მსჯელობა, მოიაზრებს ურთიერთობის მოგვარებას მამასთან და მამაკაცებთან.
მოვიდა დრო მამასთან ახალი ტიპის ურთიერთობის დამყარების, რაც საბოლოო ჯამში, მიგიყვანთ ბალანსთან –გიყვარდეს, პატივი სცე, იყო მადლიერი და თანაც დამოუკიდებელი მისგან — ისწავლო მამის დახმარების გარეშე ცხოვრება, შეურიგდე, გადაწყვიტო კონფლიქტები. გადააწყვეთ მამაკაცებთან ურთიერთობა ისეთი ფორმით, რომ ეს კავშირები გახდეს გაცილებით ჰარმონიული. მამაკაცი, რომელიც ამ კარტს ირჩევს ელტვის კაცურ მხარდაჭერას, მას ახლა სწორედ მამაკაცების საზოგადოებაში ყოფნა ესაჭიროება. თუ იმპერატორს ქალი ირჩევს, მისთვის ამ ეტაპზე მთავარი პარტნიორია — ეძებს მას, ან სურს უკვე არსებულ პარტნიორთან ურთიერთობის დალაგება. ამ ეტაპზე მთავარია მამაკაცებს მეტი პატივისცემით მოვეპყროთ და ასევე, საკუთარი თავის მამაკაცურ ნაწილს მოვუსმინოთ, რომელიც აქვს ქალებსაც. საჭიროა იყოთ რაციონალური, ლოგიკური, კარგად მოახდინოთ ინფორმაციის სტრუქტურიზება, დაგეგმოთ და იცხოვროთ გარკვეული წესებით, არ უნდა მიეცეთ ემოციებსა და გრძნობებს. ეს არის მკაცრად ჩამოყალიბებული სტრუქტურის დრო.
5) ქადაგი
განვითარებული ინტუიცია, შინაგანი ხმის ნდობა.
ეს კარტი არის შინაგანი ხმის სიმბოლო, ანუ არაცნობიერის ყველაზე ბრძენი ნაწილის, რომელიც სასარგებლო რჩევებს გვაძლევს. მიაქციე ყურადღება საკუთარ ინტუიციას, მოულოდნელ იდეებსა და ფანტაზიებს, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ ,,მოისმინო” და ,,გაიგო” სხვადასხვა ცნებებია. უნდა მოიქცე იმ ბრძენივით, რომელიც ყველა პოზიციას ისმენს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ინტუიციას ენდე, მაგრამ სწორი გადაწყვეტილების მისაღებად მხოლოდ ინტუიცია არ გეყოფა, უნდა ისწავლო საკუთარი შინაგანი ხმის გაგება და იგი გადააქციო ბრძენ მრჩეველად. გაითვალისწინებ თუ არა მის რჩევას, ეს დამოკიდებულია მხოლოდ შენზე. შეგიძლია ივარჯიშო წვრილმანებზე: ხშირად მიმართე წინათგრძნობას. თუ ადრე უყურადღებო იყავი მის მიმართ, სწორედ ახლაა დრო განავითარო იგი.
6) შეყვარებულები
პარტნიორული ურთიერთობების დამუშავება, სწორი არჩევანის გაკეთების უნარი, რომელიც შეესაბამება შინაგან სიმართლეს.
ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც ეძლევა გადამწყვეტი არჩევანის გაკეთების საშუალება, რომლის შემდეგაც ცხოვრება რადიკალურად იცვლება. ეს ე.წ. არქეტიპი პირდაპირ გზაჯვარედინზე გაყენებთ. გახსოვთ ზღაპრის სიუჟეტი? გმირმა უნდა აირჩიოს ერთი გზა, ბევრი შესაძლებლობიდან. თქვენს ცხოვრებაში დადგა ეს ეტაპი. იგი მნიშვნელოვანი წერტილია, რადგან მომავალი მასზეა დამოკიდებული. ასეთი არჩევანის გაკეთება მარტივი არაა, მაგრამ იგი უნდა გააკეთოთ, არ შეიძლება მას თავი აარიდოთ. ჩვენი გმირის გზაჯვარედინზე გაჭედვას უფრო დიდი სირთულეები მოჰყვება — წინსვლაზე უარის თქმის გამო იგი დაისჯება ცხოვრებისაგან. იქ, სადაც არ არის განვითარება, იწყება დეგრადაცია. თუ ტბაში წყალი არ განახლდება, იგი გარდაიქმნება ჭაობად. არჩევანის გაკეთებაში ხელს გვიშლის შეცდომისა და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების შიში. გაითვალისწინეთ ორი რამ — ნუ ეცდებით სხვისგან მიიღოთ რჩევები, ეს პასუხისმგებლობის გადაბარება იქნება და არავითარ შემთხვევაში არ თქვათ უარი მოძრაობაზე. გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოთ. როგორ? მოუსმინეთ საკუთარ თავს, რომ მასთან მართალი დარჩეთ. ეს თქვენი სიმართლეა და მხოლოდ მას შეუძლია ნებისმიერი ლოგიკისათვის წინააღმდეგობის გაწევა — პიროვნული, შინაგანი სიმართლე გვიბიძგებს მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიღებისაკენ და რაც მთავარია, სწორედ რომ ისაა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. თქვენი ამოცანაა მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომლის წყალობითაც მართალი დარჩებით საკუთარ თავთან.
7) ეტლი
აქტიური განვითარება, საკუთარ თავზე მუშაობა, თვითსრულყოფა.
ახლა თქვენს ცხოვრებაში ინტენსიური განვითარებისა და წინსვლის ეტაპია, უნდა განახორციელოთ ჩანაფიქრი და არ გადადოთ იგი მომდევნო დღისათვის, არ არის დრო ეჭვებისა და შენელების, საჭიროა მოქმედება! ნუ შეგეშინდებათ შეცდომების, არც ერთი შიშის გამო არ შეფერხდეთ. უმჯობესია შეცდეთ, ვიდრე არ იმოქმედოთ. ზოგჯერ ქუჩის ბოლომდე ჩასვლაც გვიწევს მხოლოდ იმის აღმოსაჩენად, რომ იქ ჩიხია. ესეც რაღაც შედეგია. შეცდომები ცხოვრებისეული გამოცდილების განუყრელი ნაწილია. როგორც ამბობენ : ,,შეცდომები ნორმალურია, შენ ხომ პირველად ცხოვრობ.” მთავარია მიზანდასახულობა, შეუპოვრობა და თანმიმდევრულობა. არ შეეშვათ, არ დანებდეთ, არ ინერვიულოთ, თუ მაშინვე ვერ დაინახავთ  ძალისხმევის შედეგებს. ახლა უნდა დათესოთ, მოსავალი მოგვიანებით იქნება. ძალისხმევა არასოდეს იკარგება უშედეგოდ. ამ ეტაპზე განვითარების ყველა შესაძლებლობა გაქვთ — სოციალურ სფეროში, პირად და სულიერ ცხოვრებაში. გეძლევათ საკმარისი ძალა, ენერგია და სხვა რესურსები. იმოძრავეთ წინ, მაგრამ არა ქაოტურად, არამედ მიზანმიმართულად. იყავით ორიენტირებული შედეგზე. მოქმედება, რომელიც გაგაკეთებინებთ ხარისხობრივ ნახტომს განვითარებაში — აი რაა ამ ეტაპზე თქვენთვის ყველაზე მთავარი.
8) ძალა
შინაგანი ძალების ათვისება და მათი სწორად გამოყენება.
ყველა ჩვენგანს მიუხედავად ასაკისა, სქესისა, სპორტული მომზადებისა და ფიზიკური ზომებისა, აქვს კიდევ ერთი ძალა — სულიერი, ენერგეტიკული. რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, საკუთარი ძალების მეტად გვეშინია, ვიდრე სისუსტეების. რატომ? გავაცნობიეროთ ძალები ნიშნავს უარი ვთქვათ მსხვერპლის როლსა და თავის გამართლების გზების ძიებაზე, ამის ნაცვლად ავიღოთ პასუხისმგებლობა, განვაცხადოთ საკუთარი ფსიქოლოგიური სიმწიფისა და დამოუკიდებლობის შესახებ. ახლა შენ სრულად ითვისებ შინაგან ძალებს. იგრძენი იგი — შენი შესაძლებლობები და უსაფრთხოება. დაფიქრდი რაზე გამოიყენებ მას, საით მიმართავ. ნამდვილი ძალა შექმნისაკენ მიემართება და არა ნგრევისაკენ. ძალა საჭიროა თავდაცვისათვის და არა თავდასხმისათვის. დაინახე ეს ენერგეტიკული რესურსი და გამოიყენე სწორად, შენ უნდა მართო ისინი და არა პირიქით. თუკი ადრე სარკეში ყურების დროს ხედავდი პატარა კნუტს, მოვიდა დრო დაინახო ლომი. ახლა პასუხს აგებ ამ ძალებზე ისე, როგორც არასოდეს. დილემა აქ ისაა, რომ არ შეიძლება მათი გამოუყენებლობა და არც არასწორად გამოყენება.
9) განდეგილი
თვითკმარი, შინაგანი რესურსების გახსნა.
ახლა არ არის გარე აქტივობების დრო. ეფლობი საკუთარ თავში და განმარტოვების სურვილი გაქვს — მეტი დროის გატარება გინდა სახლში, ბუნებაში და წყნარ ადგილებზე. ურთიერთობების მოთხოვნილება სუსტდება — მოვიდა დრო თავთან გასაუბრების. არ შეშინდე, გარესამყაროსთან კავშირის დრო დაბრუნდება და ის გაცილებით სავსე გახდება. უბრალოდ ამ ეტაპზე შინაგან სამყაროს/პროცესებს უნდა გაეცნო, გააფართოვო ცნობიერება, გააცნობიერო შინაგანი რესურსები, გახდე თვითკმარი. შენ გაქვს ყველაფერი, რაც ბედნიერებისათვის არის საჭირო, მოგიწევს გაიაზრო ეს. ახლა უნდა შეეგებო მარტოობას და მიიღო იგი. მიეჩვევი საკუთარ თავთან კონტაქტის დამყარებას, მიაღწევ სისრულის შეგრძნებას.
განდეგილის ეტაპის გავლის შემდეგ, არასოდეს შეგვეშინდება მარტოობის, ვსწავლობთ რა ამის ნაყოფიერად გამოყენებას.
10) ბედის ბორბალი
საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღება.
ამის გაკეთება თითქოს მარტივია, მაგრამ სინამდვილეში საკმაოდ რთულია… და საშიშია, რადგან ეს საკუთარ თავზე მოწიფული ადამიანის პოზიციის აღებას ნიშნავს. უნდა გამოხვიდეთ დამჯერი ბავშვისა და პროტესტით სავსე მოზარდის როლიდან, თავად ააგოთ თქვენი ცხოვრება, მაგრამ არა სხვისი რჩევით, ან სხვის ჯიბრზე. როდესაც მოიპოვებ თავისუფლებას, ისმის კითხვა — რა მოვუხერხო მას? პასუხის გაცემა თავად მოგიწევთ. არჩევანის თავისუფლება გულისხმობს პასუხისმგებლობის აღებას გაკეთებულ არჩევანზეც. შეგიძლიათ მოიწყოთ ცხოვრება სურვილისამებრ, მაგრამ პასუხს ყველა მოძრაობაზე, ყველა არჩევანზე თავად აგებთ, უკვე აღარავინ გყავთ, ვისაც ბრალს დასდებთ და ასე საბოლოოდ გამოემშვიდობებით მსხვერპლის როლს. ბედის ბორბალი გამოსახულება მიგანიშნებთ საჭეზე, რომელიც ხელში უნდა აიღოთ. კაპიტანი ხართ თქვენი ცხოვრების გემზე. მომავალი მრავალი სცენარით შეიძლება განვითარდეს და უმეტესწილად იგი თქვენზეა დამოკიდებული. თქვენი ამოცანაა მიიღოთ თქვენი თავისუფლება, იმ გემის კაპიტანის მსგავსად, რომელიც წყლის დიდ, ღია სივრცეში იქეთ მიემართება, საითაც თავად გადაწყვეტს. უარი თქვით შაბლონებზე, იფიქრეთ იმაზე პირადად თქვენ როგორ ისურვებდით ცხოვრების მოწყობას, როგორ განკარგავდით მონიჭებულ თავისუფლებას, რა ფასს გადაიხდით თითოეულ გაკეთებულ არჩევანში… მართე შენი ცხოვრება თავად!
11) სამართლიანობა
ჩამოაყალიბე საკუთარი ღირებულებათა სისტემა — სინდისი, თვითკონტროლი, მორალი და ეთიკა.
არსებობს კანონები — სოციალური ქცევის სისტემა და არსებობს ასევე შინაგანი კანონი — სინდისი. თუ საზოგადო კანონებით მანიპულირება და მათი რაიმე ფორმით გაცურება შეიძლება, საკუთარ თავს ვერასოდეს გაექცევი. ეს ჩვეულებრივი ილუზიაა, რომ სინდისთან მოლაპარაკება შეიძლება – იგი შეუწყალებელი და უკომპრომისოა, ჩვენი შინაგანი მოწინააღმდეგეა, მისგან დამალვა შეუძლებელია. ადამიანები, რომლებიც სინდისის წინააღმდეგ მიდიან, როგორც წესი, საკუთარ თავს ვერ პატიობენ და ირთვება თვითგანადგურების მექანიზმი — ქვეცნობიერი მათ აყენებს რთულ სიტუაციაში. ამიტომ სინდისს პატივი უნდა მივაგოთ და მივყვეთ მის წესებს. იგი დაწერილ ნორმებზე მნიშვნელოვანია. იმ მოსამართლეს გავს, რომლის სიტყვა კანონზე წინ დგას.
მოვიდა დროს საკუთარი სინდისი უკეთ გაიცნო, გააცნობიერო მისი შინაგანი წესრიგი, მკაფიოდ გაიაზრო და ჩამოაყალიბო ღირებულებათა სისტემა. თუ ვინმეს წინაშე დამნაშავე ხარ, ეს უნდა გამოისყიდო. თუნდაც სიმბოლურად. ზოგჯერ საკმარისია პატიების თხოვნა, ზოგჯერ მეტია საჭირო. თუ რომელიმე მიზეზით ამ ადამიანთან დაკავშირება არ ხერხდება, შეიძლება სიმბოლური გამოსყიდვაც — მიუძღვნა დაზარალებულს რაიმე სიკეთე. უნდა აკონტროლო ქცევები ისე, როგორც არასოდეს. არ წახვიდე სინდისის წინააღმდეგ, გულწრფელად მოუსმინე მის ხმას და ნუ იქნები უყურადღებო.
12) დაკიდული კაცი
ეს არის სამყაროს არასტანდარტული ხედვის და საკუთარი ინტერესების სხვების სასარგებლოდ დათმობის (არა გადამეტებულად) სიმბოლო.
როგორც ამ სიუჟეტის გმირი სამყაროს განსხვავებული რაკურსით უცქერ, ეს უცნაური ჩანს ჩვეული შაბლონური ხედვების თვალსაზრისით, მაგრამ სასარგებლოა ცხოვრების კიდევ ერთხელ გადაფასებისათვის. სამყაროს წესრიგის თავიდან გააზრება ამ ეტაპზე გლობალურ ხასიათს იძენს — ყველაზე ჩვეულებრივი საგნების შესახებაც გეცვლება წარმოდგენები. მთავარია საბოლოოოდ მოხდეს ახალი მსოფლმხედველობის სწორად ფორმირება, დაბრუნდე ჩვეულ მდგომარეობაში და არ ჩარჩე არასტანდარტულობაში. სხვაგვარად დაკიდული კაცი შეიძლება გახდეს შეშლილი. შენი მიმდინარე არქეტიპი არის ღმერთის შვილის არქეტიპი ( ეს სახელწოდება თავად იუნგმა მიანიჭა მას). მისი არსი მსხვერპლია — სხვების სასარგებლოდ საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა. მაგრამ ეს შემთხვევითი მსხვერპლი არ უნდა იყოს, არამედ კარგად გააზრებული და სწორი. პირველი, შენ უნდა მიხვდე, რომ მსხვერპლის გაღების პროცესში ხარ, გააცნობიერო კონკრეტულად რისი გაღება გიწევს მსხვერპლად და რამდენად ღირს ამად. მეორე, ეს მსხვერპლი უნდა იყოს პროპორციული — ყველაზე ძვირფასი რამ ამქვეყნად შენთვის, შესაძლოა არაფერს წარმოადგენდეს სხვისთვის… ინტერესების გაწირვის პროცესში თავს არ უნდა გრძნობდე განადგურებულად, მესამე, მსხვერპლი უნდა იყოს უანგარო, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გადაიქცევა შეთანხმებად და ვაჭრობის საგნად. უნარი სწორად გაიღო მსხვერპლი ხელს შეუწყობს სულიერ ზრდას.
13) სიკვდილი/ხელახლა დაბადება
ცვლილებები, ტრანსფორმაცია
ეს არკანი ხშირად თესავს შიშს, სინამდვილეში იგი ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია. ცხოვრებაში გარდაცვალება ხდება რამდენჯერმე. ეს სიმბოლო არის ძირეული ცვლილებების ნიშანი — კვდება ძველი, იბადება ახალი. როგორც მუხლუხო საბოლოოდ იქცევა პეპლად. სკოლის დამთავრება, ქორწინება, შვილის გაჩენა — ყველა ამ რადიკალურ ცვლილებას გამოხატავს ეს კარტი. მხოლოდ მაშინ შეგვიძლია დავიწყოთ ახალი ცხოვრება, როდესაც საბოლოოდ გამოვეთხოვებით ძველს. ხშირად ეს ცვლილებები, რომლებიც ასე საჭიროა განვითარებისათვის, მხოლოდ იმიტომ არ ხდება ჩვენს ცხოვრებაში, რომ ძველთან გამომშვიდობება გვიჭირს, მაგრამ ვიდრე ფინჯნიდან არ გადმოიღვრება ძველი, დარჩენილი ჩაი, მანამდე მასში ახალს ვერ ჩავასხამთ. შენი ცხოვრება სწორდ ამ ეტაპზეა — დროა გადაღვარო ფინჯნიდან ძველი ჩაი! ცვლილებების და გლობალური ძვრების დროა, როგორებიც არ უნდა იყოს ეს ცვლილებები, უკეთესობისთვისაა, რადგან განვითარების გზით წაგიყვანს. თუ რა თქმა უნდა არ შეშინდები, და არ დაიწყებ შეწინააღმდეგებას. იცვლები შენ და სწორედ ასევე იცვლება სამყარო შენს გარშემო. ამ პროცესის გაცნობიერებულად გავლა გაცილებით მომგებიანი იქნება. დაფიქრდი, რის შეცვლას ისურვებდი ცხოვრებაში და საკუთარ თავში? და რაც მთავარია, რაზე გაცვლიდი მას? მოგზაურისთვის არა მხოლოდ იმას აქვს მნიშვნელობა, რომელი წერტილიდან მიდის, არამედ იმასაც, საით მიდის. ცვლილებები გვაშინებს, მაგრამ მათ გარეშე წინსვლა წარმოუდგენელია.
14) ზომიერება
შინაგანი სიმშვიდის მოპოვება და ასევე მშვიდად შესრულება იმის, რაც გასაკეთებელია.
ესაა შინაგანი სტაბილურობის დაცვისა და ბალანსის პერიოდი. გარეთ ქარიშხალიც რომ იყოს, ეს თქვენს სულიერ სიმშვიდეზე ვერ იმოქმედებს. რაც არ უნდა მოხდეს, მტკიცედ დახვდებით. ახლა დასვენების, პაუზის, ძალების აღდგენის დროა, უბრალოდ უნდა შეასრულოთ ის, რაც თქვენზეა დამოკიდებული და დანარჩენი ბედს მიანდოთ. საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდით, რადგან თქვენი წინა გადაწყვეტილებები სწორი იყო. სწორედ ესაა ამ სიმშვიდის მიზეზი. მიაღწიეთ ჰარმონიას, არ იჩქაროთ წინ მოძრაობა, დატკბით ამ პერიოდით და დაისვენეთ, წვრილმანებს არ მისცეთ თქვენი წყობიდან გამოყვანის საშუალება. იყავით ისეთი აუღელვებელი და სტაბილური, როგორც ეს პერსონაჟია ნახატზე. შინაგანი წინააღმდეგობების დაძლევასაც შეძლებთ. ასეთი სულიერი ბალანსის პერიოდები არ ისე ხშირად მოდის და ნამდვილი საჩუქარია. გახსოვთ? — ,,მას არ დაუმსახურებია სინათლე, მან დაიმსახურა სიმშვიდე.” ისიამოვნეთ ამ მომენტით.
15) ეშმა
პიროვნული ჩრდილების დამუშავება, შეხვედრა საკუთარ უარყოფით თვისებებთან, სექსუალური ბუნების გახსნა.
ყველა ჩვენგანს აქვს საკუთარი პიროვნების გაუცხოებული, მიუღებელი ნაწილი, მის არსებობაში თავსაც არ ვუტყდებით, თუმცა ის მაინც რჩება ჩვენს ნაწილად. იუნგმა მას ჩრდილი უწოდა. ახლა შენ იწყებ მის გაცნობას, ეს რთულია და საკმაოდ მტკვნეული, ჩრდილი ხომ ჩვენი ვნებები, ცდუნებები, ხარვეზებია … უნდა გავუსწოროთ თვალი, ვაღიაროთ, რომ ეს თვისებები ჩვენშია და მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილება რა მოვუხერხოთ მათ. აი მაგალითად, ადამიანებში არის ქურდობის იმპულსი, მაგრამ ყველა არ მიჰყვება ამ იმპულსებს და არ იპარავს. ახლა შენი ამოცანაა გააცნობიერო არა მხოლოდ დადებითი მხარე, არამედ ეს ბნელი ნაწილიც. ეს ერთადერთი გამოსავალია, რომ ამ ნაწილმა არ გვმართოს, არამედ თავად ვმართოთ იგი. ეს ასევე დაგვეხმარება იმაში, რომ არ ვიყოთ მეტისმეტად გულუბრყვილო — უკეთ გავიცნობთ ადამიანებს და დროულად შევნიშნავთ ავ განზრახვებს.
თუმცა ამ ჩრდილებს აქვს თავისი რესურსებიც — სექსუალობა. ეს კიდევ ერთი დამატებითი მნიშვნელობაა ამ კარტის. ახლა შენში იზრდება სექსუალური ენერგია, ქცევები ხდება მომხიბვლელი/მაცდური. მნიშვნელოვანია ამ სექსუალობის გაცნობიერება და მისი გამოვლენა. მიიღე იგი, სექსუალობა ცხოვრების ბუნებრივი მხარეა, ისევე როგორც ჭამა და სუნთქვა. გადაწყვიტე, პირადად შენ როგორ მოახდენ ამ ენერგიის რეალიზებას. ,,სექსი” და ,,სექსუალობა” არ არის ერთნაირი ცნებები. სექსის გარეშე ცხოვრებამ შესაძლოა ბევრი რამ გამოიწვიოს, მაგრამ ეს ვერ იქნება სექსუალობის რეალიზების შეფერხების მიზეზი. ეს ენერგია შეიძლება გამოიხატოს ყველგან — მოძრაობაში, გამოხედვაში, ხმაში, ხელოვნებაში, ცეკვაში … ახლა სავსე ხარ ამ ენერგიით და მთავარია სწორად განკარგო იგი.
16) კოშკი
უარის თქმა ყველაფერ მოძველებულზე, ახლის აგება და სიამაყის დამუშავება.
ეს ახალი გეგმები და მათი განხორციელებაა. როგორც კოშკს, ისე აგებ შენს რეალობას – ქვას ქვაზე ადებ. მთავარია მოთმინება და მცდელობა. უნდა გქონდეს მზა გეგმა, რომელსაც მიჰყვები — გარკვეული მოკლევადიანი მიზნები და ორიენტირები. ამ ეტაპზე ახალი თავისით არ მოდის, საჭიროა ძალისხმევა, აქტივობა. შედეგიც ამაზე იქნება დამოკიდებული. მთავარია ზედმეტმა სიამაყემ არ შეგიპყროს, სიამაყე და ამბიცია არც ისე ცუდია, ოღოდ ზომიერების დარღვევის გარეშე. უნდა იპოვნო ბალანსი ღირსების შეგრძნებასა და სიამაყეს შორის. ეს ნიშნავს — გაიგო შენი ღირსებები, მაგრამ არ დაიწყო მათი სხვებთან შედარება. შედარებები ყოველთვის მოიკოჭლებენ, ყველა ადამიანი განსხვავებულია და მათი შედარება დასაწყისშივე მცდარია. შედარება შეიძლება რომელიმე კონკრეტული პარამეტრის — ვინ უფრო სწრაფად დარბის, ვინ უფრო მაღლა ახტება … მაგრამ მთელი პიროვნების შედარება სხვა მისგან აბსოლუტურად განსხვავებულ ინდივიდთან, შეუძლებელია. არ არსებობენ უკეთესი და უარესი ადამიანები. არასწორი მიდგომაა თავი მიიჩნიო ვინმეზე უკეთესად ან უარესად. საკუთარი ღირებულების, უნიკალურობის შეგრძნება, მცდელობა თავად ააგო შემი ცხოვრება და დარჩე ღია სიახლეებისათვის — აი შენი ამოცანა დღეს.
17) ვარსკვლავი
ახალი მიზნების დასახვა და სვლა მათი მიმართულებით, მიუხედავად სირთულეებისა.
შენ ოცნებობ, აგებ გეგმებს და ახლა ეს სწორია. გჭირდება ახალი მიზნის დასახვა, თანაც ეს მნიშვნელოვანი უნდა იყოს — არა წარმავალი და მოკლევადიანი, არამედ სწორედ ის, რომელიც ცხოვრებას აზრს სძენს. მიუხედავად წინააღმდეგობებისა უნდა იმოძრაო გეგმის მიმართულებით. იქონიე იმედი და შეინარჩუნე ის ბოლომდე. ხშირად ჩვენვე ვამბობთ უარს საკუთარ ოცნებებზე, რადგან მივიჩნევთ მათ მიუღწევლად. სინამდვილეში იმაზე მეტი სურვილი სრულდება, ვიდრე წარმოგვიდგენია. ჩვენ გვზღუდავს შეცდომის დაშვების , მარცხის განცდის, სირთულეებთან შებმის შიში, მაგრამ ახლა უნდა დაამარცხო ეს შიშები და გაბედულად იოცნებო. თუ ყველა ოცნება არ ასრულდება, მცდელობა მაინც ღირს. გაიხსენე ფილმი ,,ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” , ჯეკ ნიკოლსონის გმირი ერთადერთია, ვინც გაქცევას ცდილობს, როდესაც ეს არ გამოსდის, ის ამბობს : ,,მე შევეცადე მაინც.” შენი ამოცანაა იოცნებო და სცადო, ენდო საკუთარ ინტუიციას მიზნისაკენ მიმავალ გზაზე, მან შეიძლება ყველაზე სწორი და მოკლე გადაწყვეტა გაპოვნინოს. გჯეროდეს შენი თავის და ოცნებების.
18) მთვარე
პაუზა, დასვენება, დროებითი შეჩერება ძალების აღსადგენად და მიღებული გამოცდილების გასააზრებლად.
დადგა ცხოვრებაში დიდი გაურკვევლობის პერიოდი. არ ღირს სიჩქარე, დრო ყველაფერს თავის ადგილზე დააბრუნებს. უნდა ისწავლო დალოდება. ის, რაც გაურკვევლობის ბურუსით მოცული გეჩვენება, განთიადზე გამოამჟღავნებს თავის საიდუმლოს — დაელოდე ალიონს! აქტიურობისა და ახალი გადაწყვეტილებების მისაღებად არახელსაყრელი დროა. შეჩერდი, დაისვენე, აღიდგინე ძალები. ეს კარტი მოდუნების და პასიურობის სიმბოლოა. გარეგნული უმექმედობის დროს შესაძლოა დიდი შინაგანი ძვრები მიდიოდეს პიროვნული განვითარების პროცესში, ისე როგორც ნათესი ღვივდება მიწის ქვეშ. გარკვეულობას ნუ ელოდები. შენი ცხოვრება იმპრესიონისტების ბუნდოვან ნახატებს გავს. ამ გაურკვევლობამ შესაძლოა შიში და განგაშის შეგრძნება გამოიწვიოს, მაგრამ შფოთვა არ ღირს. მალე ცხოვრება ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს, გამოყოფს ნამდვილს მცდარისაგან. ისიამოვნე ამ პაუზით, დასვენებით, არ არის საჭირო ახლა აქტიურობა.
 
19) მზე
მადლიერება და სიხარული ცხოვრების ყველა გამოვლინებაში.
დატკბი ცხოვრებით. ბავშვივით გიხაროდეს ყველაფერი, სულ პატარა წვრილმანიც კი. არ არის ცვლილებების და რადიკალური გადაწყვეტილებების დრო. შენს ცხოვრებაში საჭირო ჰარმონიამ დაისადგურა, მასში არაფერი არ დარჩა ბუნდოვანი. უნდა გაჩერდე და დატკბე იმ ნაყოფით, რომელიც მოიწიე. უმთავრესი ამოცანაა შეიცნო ცხოვრებისეული სიხარული, აითვისო მომენტით ტკბობის ხელოვნება, იგრძენო კმაყოფილება ყოველგვარი დათქმების გარეშე, არავითარი ,,კი, მაგრამ…” იყავი მადლიერი ცხოვრებისა და ახლობლების, თვით შემთხვევითი ადამიანების, რომლებიც ცხოვრებამ გადაგყარა . მადლიერების გრძნობა სულიერი განვითარების და პიროვნული სიმწიფის ნიშანია. უხვად გამოხატე ეს ორი რამე — სიხარული და მადლიერება, რადგან არა მხოლოდ უნდა გრძნობდე, არამედ ავლენდე მათ. სხვაგვარად ვერავინ მიხვდება რას ატარებ შენში. დაემსგავსე ბავშვს — იყავი მხიარული, გულწრფელი და ლაღი.
20) განაჩენი
შეჯამება, ანალიზი, საკუთარ შეცდომებზე სწავლის უნარი.
საბოლოო დასკვნების გაკეთების დროა. უნდა აიღო მოსავალი, შეაჯამო. მობრუნდე უკან და შეხედო რა გაკეთდა და რა არა, რატომ? რა შეიძლება გაკეთდეს მომავალში უკეთესი შედეგების მისაღებად? უცქერ რა წარსულს გულწრფელად უნდა აღიარო სად დაუშვი შეცდომა და რატომ დადგა ეს შედეგები დღეს. არ ღირს თავის მართლება, გაუსწორე თვალი სიმართლეს. რაციონალურად შეაფასე.
სად შემეშალა? რა გავაკეთე სწორად? რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში? რა შედეგი მოჰყვა ჩემს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს და არჩევანს? — დასვი ეს კითხვები. ასეთი დასკვნების წყალობით საკუთარ შეცდომებზე მოახერხებ სწავლას, გააფართოვებ წარმოდგენებს სამყაროსა და ადამიანების შესახებ, არ გაიმეორებ იგივე შეცდომებს მომავალში. სწავლის უნარი, ახალი გამოცდილების ათვისება, განვითარებისაკენ მისწრაფება — აი რა გამოარჩევს მომწიფებულ, ჩამოყალიბებულ ადამიანს. თუ ამ გაკვეთილს სწორად გაიაზრებ, გაცილებით გაბედულად გადახვალ ცხოვრების შემდეგ ეტაპზე და მზად იქნები მომდევნო გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად.
 
21) სამყარო
ჰარმონია საკუთარ თავთან და გარშემომყოფებთან. უპრეტენზიო მიღება ყველაფრის, რაც გარშემო ხდება.
ცხოვრება მოძრაობს სპირალის პრინციპით, ასე გადადის ეტაპიდან ეტაპზე, და აი შენც ამ სპირალის ერთ-ერთი ხვეულის ბოლოში გადი. მალე გაიშლება ახალი ჰორიზონტები, მაგრამ ჯერ საჭიროა ღირსეულად დაასრულო მიმდინარე, გააკეთო დასკვნები, გაკვეთილად აითვისო მიღებული გამოცდილება, დაისვენო და დატკბე სამყაროსთან ერთიანობის შეგრძნებით. შინაგანი ჰარმონიის იშვიათი პერიოდია. ურთიერთობებში და გარესამყაროსთან დამოკიდებულებაში ინარჩუნებ ამ ბალანსს, უსიამოვნებებსა და კონფლიქტებსაც კი იღებ როგორც ბუნებრივ და ნორმალურ პროცესს. ამ ხვეულის ბოლოს შეიძენ არა მხოლოდ გამოცდილებას, არამედ საჭირო სიბრძნეს, მიღებული გამოცდილების საკუთარ თავში სრულფასოვნად ინტეგრირებისათვის. შენი ამოცანაა იცხოვრო ამ ფორმულით –გააკეთე დასკვნები და განსჯის გარეშე მიიღე რეალობა. ეს უკანასკნელი ყველაზე მნიშვნელოვანია ამ საფეხურზე. მიხვდე, რომ ცხოვრება მრავალმხრივი და მრავალფეროვანია, ყველაფერი არ ერგება ,,შავ-თეთრის” მოდელს, არ ხდება დანაწილება კარგისა და ცუდის სასარგებლოდ. ყველაფერი უბრალოდ ხდება, ახსნების გარეშე, ისე, როგორც იცვლება წელიწადის დროები, გადადიან ერთმანეთში. მიიღე საკუთარი თავი, გარშემომყოფები, მოვლენები, რეალობა მსუბუქად, განსჯების გარეშე და შეინარჩუნე შინაგანი ბალანსი, ახლა შენ ყველა რესურსი გაქვს ამისათვის.

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ