საზოგადოება

ნუ იცინი ბოზივითო ამას წინებზე ეუბნებოდა ვიღაც ქალი ჩვიდმეტიოდე წლის ქალიშვილს…

Loading...

ნუ იცინი ბოზივით.
ეს ფრაზა მახსოვს შორეული ბავშვობიდან.
სიცილი, მით უფრო, ხმამაღლა სიცილი ამ ქვეყანაში არ შეიძლებოდა.
სულ ერთი თვის წინაც გამიგონია, როგორ ეუბნებოდნენ ჩვიდმეტიოდე წლის გოგოს : ,,ნუ იცინი ბოზივით”.
ამ ქვეყანაში სიხარული და ბედნიერება, განათლება და დამოუკიდებლობა პირველი ნაბიჯებია ბოზობისკენ. ამ ქვეყანაში, არ შეიძლება გოგო, ქალი იცინოდეს. არ შეიძლება სიხარული.
სამაგიეროდ შეიძლება საშინელი ჭორის გამო თავი მოიკლა და ხალხი კმაყოფილია.
როცა ნენე იცინის და მე სხვა ოთახში ვარ, შევდივარ და ვხედავ, როგორ კისკისებს მზე. ვუყურებ და მიხარია, რომ ბედნიერია, თავისუფალი, ლაღი და მიხარია, რომ ეს მე შევქმენი, მე გამოვძერწე, მე გავაკეთე, მე შევძელი.
რაც უფრო ხმამაღლა იცინის, მით მეტად ბედნიერი ვარ და მინდა იცინოს, ხმამაღლა, გულიანად, ხშირად.
ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ნენე იცინოდეს და ვერასოდეს ვერავინ გაბედოს, რომ გააგონოს: ,,ნუ იცინი ბოზივით”
მე და ნენე ბედნიერი გოგოები ვართ და კიდევ ძალიან, ძალიან დიდხანს ვიცინებთ ერთად, არ გვიხდება თუ რა? მერე ნენე იცინებს უჩემოდ.
იმედია მოვა ის დროც, როცა გოგოების სიცილში ყველა დაინახავს მზეებს.

Loading...
დატოვეთ კომენტარი

Loading...

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close