სიახლეები

ამ ბავშვის ვიდეოზე მარტო მე… – რას წერენ ქართველი “პედოფილები” დახურულ ჯგუფებში 7 წლის ბავშვის ვიდეოზე და რა კომენტარს აკეთებს ამასთან დაკავშირებით ბავშვის დედა

loading...
loading...

კადრებმა, რომელიც 7 წლის ბავშვის მშობლებმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში განათავსეს და რომელშიც  არასრულწლოვანი მაკიაჟით და ბავშვის ასაკისთვის შეუფერებელი ვარცხნილობით ცეკვავს, უფლებადამცველების კრიტიკა გამოიწვია.
ფონდ ,,იალქანი“-ს დამფუძნებელი სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებასა და არსებულ ბერკეტებზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ მსგავსი ფაქტები ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს. 
ბავშვის ფოტოებისა და ვიდეობის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებას არარეკომენდებულად მიიჩნევს ფსიქოლოგი. ქეთი ბერიძე ამბობს, რომ ასაკისთვის შეუფერებელმა ვიზუალმა შესაძლოა, მოზარდის  ფსიქოლოგიასა და მომავალ განვითარებაზე  უარყოფითი გავლენა იქონიოს. 
ჩვენი ინფორმაციით, სოციალური მომსახურების სააგენტო ოჯახს დაუკავშირდა და ბავშვის მშობლები გასაუბრებაზე დაიბარეს. გამოიღებს თუ  არა შედეგს სოციალური აგენტების ჩართულობა, ან მიეცემა თუ არა მსვლელობა საქმეს – უკვე აგენტების მუშაობაზეა დამოკიდებული.
დღეს კი ძალიან ამაზრზენ ფაქტებს წავაწყდით სოციალურ ქსელში, სადაც ზოგიერთი ადამიანი დახურულ ჯგუფებში ამ ბავშვის ფოტოსურათებსა და ვიდეოებს აზიარებდა და ამაზრზენ სათაურებს აწერდა (ფოტოსურათები დასქრინულია და ამოკრეფილია კომენტარებიდან)
ფაქტი ერთია – 7 წლის ბავშვი გახდა თავისდაუნებური მსხვერპლი სოციალურ ქსელში, ბულინგის და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს იმ ამაზრზენი ბიჭების…
დასკვნა ისაა თუ რატომ არ უნდა აიტვირთოს ინტერნეტში არასრულწლოვანის გამომწვევი ვიდეოები!

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close