Loading...

დაივიწყეთ ფეხსაცმლიდან უსიამოვნო სუნის შესახებ- 5 სასარგებლო რჩევა ამ პრობლემის წინააღმდეგ

0
878
loading...
loading...

ფეხსაცმელი არის ჩვენი გარდერობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, მაგრამ ხშირად ჩნდება უსიამოვნო სუნი, რომლის მოშორება აუცილებელია!
სოდა
სოდა არის ნებისმიერი ცუდი სუნის ნეიტრალიზატორი. ჩაყარეთ ცოტა სოდა ფეხსაცმლის საფენებზე და მთელი ღამით დატოვეთ. დილით ფეხსაცმელი ხელსახოცით გაწმინდეთ.
ბავშვის პუდრი
პუდრი ისევე გამოიყენეთ, როგორც სოდა. ასევე შეგიძლიათ ის ფეხებზე წაისვათ ფეხსაცმლის ჩაცმის წინ- ეს არის ძალიან კარგი საშუალება ფეხების ჭარბი ოფლიანობის დროს.
ციტრუსების ქერქი

Loading...


ლიმონის, ლაიმის, ფორთოხლის, ან გრეიპფრუტის ქერქი არის ფეხსაცმლის ნატურალური დეზოდორანტი. ჩადეთ ცოტა ქერქი ფეხსაცმელში რამდენიმე საათით და სუნი გაქრება.
გამხმარი ლავანდა, ან სალბი
ეს მცენარეები უსიამოვნო სუნს ებრძვიან და კლავენ მის გამომწვევ ბაქტერიებს. ჩადეთ ფეხსაცმელში მცენარეების ორი ღერო მთელი ღამით და შედეგი გაგაოცებთ.
აქტივირებული ნახშირი
ნახშირის რამდენიმე აბი უსიამოვნო სუნს გააქრობს. შეგიძლიათ ფეხსაცმელი ძმარში დასველებული ბამბითაც გაწმინდოთ.
გახსოვდეთ ფეხსაცმლის საფენები რეგულარულად უნდა შეცვალოთ, ფეხსაცმელი გარეცხოთ და გააშროთ. 

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...
loading...
loading...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ