Loading...

ეს იმ მეთორმეტე კლასელი ბიჭების ფოტოსურათებია, რომლებიც დღეს ქობულეთტან შემზარა ავარიას ემსხვერპლნენ

0
1010
loading...
loading...

სოფელ ქობულეთში მომხდარი საშინელი ავტოავარიის დროს გარდაცვლილი მოზარდები, ამავე სოფლის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლები, ჯეკო გორჯელაძე და ანრი შევარდნაძე არიან.
შემთხვევა დღეს სოფელ ქობულეთთან მოხდა. ავტომანქანა, რომელშიც სკოლის ექვსი მეთორმეტეკლასელი იჯდა, ხეს დაეჯახა.
ორი ადგილზე გარდაიცვალა, ოთხი დაშავებული კი სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
გავრცელებული ინფორმაციით, საჭეს არასრულწლოვანი მართავდა. მანქანა სწორედ მის მამას ეკუთვნოდა.
„ექვსივე მეთორმეტეკლასელი დღეს გაკვეთილებს ესწრებოდა, მერე სად მიდიოდნენ მანქანით, არ ვიცი.
მე, როგორც ვიცი, ჰქონდა მართვის მოწმობა. ის გაკვეთილების შემდეგ წავიდა სახლში და მამის მანქანით წამოსულა სკოლაში. უთქვამს, მეორეკლასელ დას უნდა მივაკითხო სკოლაშიო. ბავშვი სკოლიდან არ წაუყვანია, თანაკლასელები ჩაუსვამს მანქანაში და სადღაც წასულან… არც ერთი არ არის ჯერ გონზე მოსული, რომ დაველაპარაკო,“ – ამბობს სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის დირექტორი, ნაირა მახარაძე.

Loading...




დატოვეთ კომენტარი
Загрузка...
loading...
loading...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ