Loading...

რა ვითარებაში მიაგნეს ტყეში სანდრო ბერაძის ცხედარს – საქმის ახალი დეტალები

0
3918

5-დღიანი ძებნის შემდეგ 29 წლის სანდრო ბერაძე ცხვარიჭამიას ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარს გამომძიებლებმა ტყეში, რეინჯერების მიერ დაყენებული ე.წ. ფოტოხაფანგით მიაგნეს.
ფოტოკამერამ სანდრო ბერაძე თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 25 ოქტომბერს 18 საათსა და 46 წუთზე დააფიქსირა.
პოლიციამ, სამაშველო სამსახურებმა და დაკარგულის მეგობრებმა ცხვარიჭამიას ტყეში სანდრო ბერაძის ძებნა ორი დღის წინ დაიწყეს. მას შემდეგ, რაც გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკარგული ბიჭის მობილურის სიხშირე ანძების მიხედვით ბოლოს ცხვარიჭამიის ტყეში დაფიქსირდა.

Loading...


ახალგაზრდა კაცის თვითმკვლელობის მიზეზად ბერაძის ოჯახში, ერთ ვერსიას განიხილავენ. 29 წლის ბიჭი გაუჩინარებამდე მამას შეხვდა და მასთან ფინანსურ პრობლემებზე ესაუბრა. იგი აზარტულ თამაშებზე დამოკუდებული იყო.
“რუსთავი 2”-ის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აწარმოებს. ამ დროისთვის ცხვარიჭამიის ტყეში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ