Loading...

8 წელი ემიგრანტი ვიყავი და რომ ჩამოვედი 1 კვირაში ქმარი მეუბნება: ხომ იცი ისევ უნდა წახვიდე, ორივე დასაქორწინებელია და ბევრი ფულია საჭიროვო… – გული მომიკვდა და წავედი!

0
2525

“მინდა ჩემი გულის წუხილი ხმამაღლა ვთქვა,მაგრამ მე არ შემიძლია ეს გამოვაქვეყნო.იმიტომ რომ ისევ ჩემი შვილების გულისწყრომას გამოვიწვევ…!8 წელია საზღვარგარეთ ვარ. ჩემი შვილები ქალ-ვაჟი 14-15 წლისანი დავტოვე. გავაკეთე ყველაფერი რაც შეიძლებოდა ორივეს უმაღლესი დავამთავრეინე.ოჯახური პირობები გავუუმჯობესე და ათას წვრილმანს აღარ ჩამოვთვლი…….!
სკაიპში რომ ველაპარაკებოდი მათთვის ყველაზე ძვირფასი დედა და მეუღლე ვიყავი…!
დადგა ჩემი გამგზავრების დროც. ჩავედი და ჩავეხუტე 8 წლის უნახავ ქმარ-შვილს! 1 კვირა ყველაფერი ისე მიდიოდა, სად ვიყავი 8 წელი იმის გახსენებაც არ მინდოდა. 1 კვირის შემდეგ შევატყვე თანდათან ცივდებოდა ურთიერთობა.. მე ვერაფერს მეუბნებოდნენ და ერთმანეთში კამათობდნენ და სულ ფულზე იყო საუბარი და მე გამომხედავდნენ. თავს იმდენად უხერხულად ვგრძნობდი,რომ თვალებს ვხრიდი და რას წარმოვიდგენდი,რომ 10 დღის შემდეგ მეუღლე მოურიდებლად მეტყოდა;

Loading...


-როგორ მწყდება გული,რომ ისევ უნდა დაგვტოვოო(როცა მე სამუდამოდ დავტოვე საზღვარგარეთი და წავედი სამუდამოდ ჩემს ქმარ-შვილთან)! ხომ ხედავ ორივე დასაქორწინებელია და ბევრი რამაა საჭიროო.
ეს იმდენად შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის უსიტყვოდ იმ წუთშივე დავიწყე გამოსამგზავრებლად გზების და თანხის(ისევ %-იანი ავიღე) მოძიება.რა ფულიც ჩავიტანე სად გაქრა არ ვიცი. 10 დღის შემდეგ ისევ გავუდექი უკვე შეურაცხყოფილი, განადგურებული, ოჯახიდან გამოგდებული და დამცირებული საზღვარგარეთის გზას……! და რამდენ ხანს უნდა ვიყო აქ ….? ალბათ აქ მომიწევს სიცოცხლის დამთავრება. ოღონდაც ჩემს ოჯახს ჭუჭყიანი ქაღალდი არ მოაკლდეს. ჩემი გზა მხოლოდ სამსახური და ბანკია.სოც ქსელებიც აღარ მინდა რომ მათი კმაყოფილი,გაუმაძღარი სახეები აღარ დავინახო”

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ