Loading...

მრევლს სამლოცველოში ხატები დამტვრეული, სიწმინდეები კი ძირს დაყრილი დახვდა

0
309
loading...
loading...

ვანდალიზმი ახალქალაქში – სოფელ ხულგუმოსთან ახლოს მდებარე სამლოცველო წელს უკვე მეორედ დაარბიეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ადგილზე მისულ მრევლს ხატები დაზიანებული დახვდათ, საეკლესიო ნივთები კი ძირს იყო მიმოფანტული.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ხულგუმოსთან მდებარე სამლოცველო 2019 წლის აპრილში აკურთხეს. კურთხევიდან მალევე, სამლოცველო დაარბიეს.

Loading...


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ან სხვა კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ვადით ისჯება.

espersona.ge

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...
loading...
loading...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ