Loading...

არ ჭამოთ ბიუ-ბიუს პროდუქტი მასში მომწამლავი ბაქტერიები აღმოაჩინეს – გთხოვთ ყველამ გაავრცელეთ რათა მეტმა ადამიანმა გაიგოს სიმართლე და აღარავინ დაზარალდეს

0
315

„ბიუ-ბიუს“ წარმოების ქათმის ხორცში სალმონელა გამოვლინდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
როგორც სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, უწყებამ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან 11 პირის ინტოქსიკაციის შესახებ მიიღო შეტყობინება, რომელიც რესტორანში „ლუდის ქარხანა ჩემო კარგო“ დაფიქსირდა.
„სააგენტომ სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, იმავე დღეს განახორციელა არაგეგმური ინსპექტირება ბიზნესოპერატორთან (თბილისი, ბელიაშვილის ქ.N25). ლაბორატორიული კვლევისთვის სურსათის ნიმუშები აიღეს: 1) უკრაინული ქათმის ბარკალი 2) „ბიუ-ბიუ“-ს ქათმის ფრთები (ნახევარფაბრიკატი) 3) „ბიუ-ბიუ“-ს ქათმის ფილე დამარინადებული.
სააგენტომ მიკვლევადობის მიზნით, კონტროლი, წარმოების, დისტრიბუციის და რეალიზაციის ყველა ეტაპზე განახორციელა.
ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ქათმის დამარინადებული ფილეს ნიმუში, რომლის მწარმოებელია შპს „ჩირინა“(ბიუ-ბიუ) და დისტრიბუტორია შპს „ჯეო დისტრიბუშენ გრუპი“, გამოვლინდა სალმონელა.

Loading...


მიკრობიოლოგიური დარღვევა ასევე გამოვლინდა უკრაინული ქათმის ბარკლის ნიმუშში (მწარმოებელი „Processing Complex“ უკრაინა, დისრტრიბუტორი შპს „სანი“)
ლაბორატორიული კვლევის შედეგების გათვალისწინებით, 25 ოქტომბერს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განმეორებით ჩაატარა არაგეგმური ინსპექტირება რესტორანში -„ლუდის ქარხანა ჩემო კარგო“, რომელსაც კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერა საწარმოო პროცესი.
შემოწმდა ის მარკეტიც (თბილისი, გლდანი I მიკრორაიონი, მე-2 კორპ.), სადაც ზემოთაღნიშნულმა რესტორანმა შეიძინა ნედლი ქათმის ფილე, სარეალიზაციო ობიექტს გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერდა საწარმოო პროცესი და 1000 ლარით დაჯარიმდა.
სააგენტომ, ბოლო ეტაპზე, სახელმწიფო კონტროლი შპს „ჩირინასა“ (ფრინველთა სასაკლაო) და სადისტრიბუციო კომპანია „ჯეო დისტრიბუშენ გრუპში“ განახორციელა, სადაც ლაბორატორიული კვლევის შედეგად, აღებული ხუთი ნიმუშიდან, ოთხ მათგანში, სალმონელა გამოვლინდა“,- აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ამ კომპანიებს პროდუქტების  სურსათის ბაზრიდან ამოღება დაევალათ და შემდგომი მოკვლევისა და რეაგირების მიზნით, საქმე შესაბამის უწყებებს გადაეცა.
imedinews.ge

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ