Loading...

საზარელი ფაქტი: ,მამას ბიჭი უნდოდა და გოგო დაიბადა – ახალშობილი გოგონა 30 მეტრის სიმაღლიდან გადააგდეს

0
1543

ჩინეთში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც საკუთარი ახალშობილი გოგონა კლდიდან გადააგდო. გავრცელებული ინფორმაციით შემთხვევა გუანდუნის პროვინციაში ერთი კვირის წინ მოხდა. მამამ ახალშობილი გოგონა საავადმყოფოდან მოიტაცა, ტომარაში ჩასვა და კლდიდან გადააგდო. გოგონას თავიდან მოშორების მოტივი იყო ის, რომ მამას ვაჟი სურდა.

Loading...


პოლიციას გოგონას გაუჩინარების შესახებ საავადმყოფოს ექიმმა აცნობა. მაშველებმა და მოხალისეებმა ახლომდებარე ტერიტორიაზე ახალშობილის ძებნა დაიწყეს. მოულოდნელად მაშელებმა ბავშვის სუსტი ტირილი გაიგონეს და კლდის ფერდობზე 30 მეტრის ქვემოთ ბავშვიც იპოვეს. როგორც აღმოჩნდა კლდიდან გადაგდებული ჩანთა ხის ტოტს ჩამოეკიდა, რამაც ის სასიკვდილო ტრავმებისგან იხსნა. ამჟამად ბავშვი ჯანმრთელადაა და დედის მზრუნველობის ქვეშ იმყოფება.

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ