Loading...

შევარდნაძე სწორედ გეი-მაფიის წყალობით გახდა საქართველოს მმართველი

0
661

დღეს «ლგბტ» მოძრაობის გააქტიურებით და მათი იდეოლოგიის პროპაგანდითა და აგრესიით ქართველი საზოგადოება აღშფოთებულია, პრესა და ტელევიზია მუდმივად ამ თემაზე აპელირებს, მაგრამ ჩვენ ამ უბედურების მიზეზი სად უნდა ვეძებოთ, ამაზე ჯერჯერობით არავინ არაფერს ამბობს. არადა, ეს პრობლემა დღეს რომ არ გაჩენილა და კომუნისტების დროს «აყვავდა», ყველამ კარგად იცის, თუმცა საბჭოთა ცენზურის მიერ ეს თემა ტაბუდადებული იყო და ხმის ამოღების უფლება არავის ჰქონდა, ამიტომ რატომ უნდა იყოს გასაკვირი ის შედეგი, რაც დღეს მივიღეთ?
ვინ უწყობდა ხელს ამ საქმის მიმდევრებს, საიდან დაიწყო არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანთა აღზევება, ამაზე დღემდე გაუხმაურებელ სკანდალურ ფაქტებს აწვდის «ალიას» უშიშროების ვეტერანი ოფიცერი, რომელიც ათეული წლის განმავლობაში უშიშროების სამინისტროში ამ მიმართულებით მუშაობდა.    
– არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების პრობლემამ ჯერ კიდევ მძაფრად იჩინა თავი მიხეილ გორბაჩოვის «პერესტროიკის» ეპოქაში, მისი მმართველობის დროს მთელ საბჭოთა სივრცეში 5 ათასამდე გეი მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე იყო.
1987 წლის 4 ნოემბერს, მოსკოვში გამართულ დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო შეკრებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 198 პოლიტიკური პარტიისა და მოძრაობის წარმომადგენელი ესწრებოდა, გარდა ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ალბანეთის შრომის პარტიისა. შეკრებაზე პირველად ნიდერლანდების კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარემ ელლი იზებაუდმა გორბაჩოვს პირდაპირ მოსთხოვა, რომ გამხდარიყო ინიციატორი არატრადიციული სექსუალური მიდრეკილების მქონე ადამიანების თანასწორობისა, რაც სამართლებრივად ნიშნავდა საბჭოთა სისხლის სამართლის კოდექსში ჰომოსექსუალიზმისთვის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას . ჩვენ ამ ინფორმაციით კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რამხელა საცეცები ჰქონდა ამ თემას მაშინ და დღეს უკვე რამდენად გაიზარდა ამ საცეცების წვდომა საზოგადოებაზე. ჩვენ ხშირად გვესმოდა 90-იან წლებში და დღესაც გვესმის, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში და კერძოდ, საქართველოში, «კანონიერი ქურდები» განკარგავდნენ საკადრო საკითხს, ვინ, სად და როდის დაინიშნებოდა მნიშვნელოვან თანამდებობაზე, მაგრამ ეს ასე არ იყო. ყველამ კარგად ვიცით და გვახსოვს, როგორ შემოიკრიბა ირგვლივ ედუარდ შევარდნაძემ ყველასთვის ცნობილი, მაგრამ არააფიშირებული გეები და ეს არ დაწყებულა მხოლოდ 1992 წელს. ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობისას, მილიციის გენერალი შევარდნაძე აქტიურად იყენებდა გეებს აგენტებად. უტყუარი ფაქტებია, რომ მოძალადე გეების მეშვეობით ის ატერორებდა პატიმრებს და აგენტი გეები პატიმრებს სძალავდნენ ისეთ ჩვენებებს, რომელიც სასარგებლო იყო შევარდნაძის პოლიტიკური კარიერისთვის. ბევრი ქართველი ვაჟკაცი გააფუჭეს მაშინ ციხეებში გენერალ შევარდნაძის უშუალო მითითებით. თუ ასე არ გააკეთებდა შევარდნაძე, ვერ ეღირსებოდა საბჭოთა საქართველოს ლიდერობას. შევარდნაძეს მაშინ მფარველობდა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრ შჩოლოკოვის გეი გარემოცვა. შჩოლოკოვი თავად არ იყო გეი, მაგრამ ამ პოსტზე მოსვლისთანავე აღადგინა 1934 36 წლებში საბჭოთა შინსახკომის უფროსის იაგოდას პრაქტიკა გეების აქტიური აგენტურული ქსელის მუშაობისა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამის გამო სწორედ იური ანდროპოვმა ჩამოაცილა შიდა ნომენკლატურული დაპირისპირების დროს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის დახმარებით შჩოლოკოვი შინაგან საქმეთა სამინისტროს. გენერალ შჩოლოკოვს ისღა დარჩენოდა, ტყვია ეხალა შუბლში. ანდროპოვმა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გეი წევრების შესახებ ინფორმაცია მიიღო ცნობილი აზერბაიჯანელი ჩეკისტის ჰეიდარ ალიევის მეშვეობით, რის გამოც მადლიერების აღსანიშნავად ალიევი ანდროპოვმა საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დანიშნა. თუ ჰეიდარ ალიევმა ანდროპოვს შორეულ გეებზე მისცა ინფორმაცია, მის მეზობლად, საქართველოში რა ხდებოდა, არაფერი ეცოდინებოდა?! დიახაც, რომ ეს ყველაფერი ანდროპოვმა იცოდა, შევარდნაძის საქმიანობის შესახებაც იცოდა და ამიტომაც იყო შევარდნაძე ანდროპოვის რეჟიმის დროს «ლაფათქაზე» დასმული და რომ არა მაშინ ანდროპოვის მოულოდნელი სიკვდილი, დიდი სკანდალი სრულიად გარდაუვალი იქნებოდა, მაგრამ მაშინ შევარდნაძე გორბაჩოვის მეშვეობით გადარჩა. უფრო მეტიც, შევარდნაძე საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრიც გახდა. ეს თანამდებობა შევარდნაძეს აძლევდა საშუალებას, ემუშავა გეების ინტერესებზე და მათ სტრატეგიულ თანამდებობებზე ნიშნავდა. გაიხსენეთ ერთ-ერთი ცნობილი გეი ვიტალი ჩერკინი, ის ბოლოს რუსეთის ფედერაციის ელჩი იყო გაეროში და როცა მას არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის გამჟღავნებით აშანტაჟებდნენ, შიშით გული გაუსკდა. საქართველოში ანტიკონსტიტუციური გადატრიალების შემდეგ სამშობლოში ჩამოსულმა შევარდნაძემ თავდაპირველად დასაყრდენად «გეებით დაწინწკლული» «მხედრიონი» აირჩია. ეს მოულოდნელი არც იყო, რადგან მას ჯერ კიდევ ცეკას სამდივნოში ჰყავდა ამ საქმის ერთგული მიმდევრები. ჩვენ ჰომოსექსუალი ცეკას მდივნებიც კარგად გვახსოვს, ზოგი მათგანი დღესაც ცოცხალია და ტელეეკრანებიდან გვმოძღვრავს ზნეობასა და მორალზე. ხომ გითხარით,

Loading...

«მხედრიონიც» სწორედ ამიტომ დაიყენა საყრდენად შევარდნაძემ. ამას ადასტურებს თავად ის ფაქტები, რომ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა მიმართ წამების ყველაზე გავრცელებული ფორმა იყო გეი მხედრიონელებიდან მამაკაცთა და ქალთა სესქესო ორგანოების დაზიანება, მდუღარის დასხმა, მოჭეჭყვა, ეს ჩაიდინეს «მხედრიონელებმა» კახეთსა და სამეგრელოში. შემდეგ, როგორც კი დიდმა ქარტეხილებმა გადაიარა, მდაბიო ჰომოსექსუალებს შევარდნაძემ ადგილი ციხეებში მიუჩინა, ხოლო სტრატეგიულ პოსტებზე, პარლამენტსა და უშიშროების საბჭოში ელიტარული გეები გაამწესა. მერე კი ეს დაწინაურებული ზოგი თენგიზ კიტოვანის, ზოგი სააკაშვილის შხამიანი ენის მონაწილეობით გაუშვა «გაღმა, მარილზე». შევარდნაძეს ჰომოსექსუალი რაიკომის მდივნებიც ბლომად ჰყავდა, ამის ბევრი ფაქტი არსებობს, გამოვყოფდი უშიშროების მინისტრ ინაურის მიერ გამოძიებულ საქმეს, როდესაც ყვარლის რაიონის რაიკომის მდივნის ჰომოსექსუალურ გადახრებზე მოახსენა ინაურმა შევარდნაძეს და ამ საქმეს ფოტომასალაც დაურთო, შევარდნაძემ, არ მჯერაო, უპასუხა. წარმოიდგინეთ, შევარდნაძემ ფოტოფაქტი უარყო. ეს ის რაიკომის მდივანი იყო, რომელიც რუსეთის ფედერაციისგან გადმოსულ სხვა ეროვნების მოქალაქეებზე ქართულ მიწებს ყიდდა ილიას მშობლიურ კუთხეში. რაში სჭირდებოდა შევარდნაძეს ჰომოსექსუალი კადრები მაღალ თანამდებობებზე? იმიტომ, რომ თავის ჭკუაზე ემართა ისინი შავბნელი საქმეების გასაკეთებლად, სხვა არაფრისთვის. ყველაზე ჰქონდა კომპრომატი. როგორი იმედი მქონდა ბიძინა ივანიშვილის, ნეტავ იურისპრუდენცია საერთოდ არ მესწავლა. როგორც კი გადავშალე 2013 წლის ივნისში «საპარლამენტო უწყება», იქ აღმოვაჩინე, რომ «ოცნების» საპარლამენტო უმრავლესობას საქართველოს შრომის კოდექსის I კარის, I თავის, II მუხლის მე-7 პუნქტში შეეტანა ცვლილება «სექსუალურ ორიენტაციაზე», რითაც მაშინ ჩემთვის ნათელი გახდა, რომ სულ მალე მიიღებდნენ ე.წ. ანტიდისკრიმინაციულ კანონს, რომელიც ჰომოსექსუალიზმს საქართველოში გაალაღებდა. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, რომ ეს ავბედითი კანონი «ოცნების» რეჟიმმა 2014 წლის მაისში მიიღო.
რა სამწუხაროა, რომ შევარდნაძის შავბნელ ქმედებებს დღეს გამგრძელებლები გამოუჩნდნენ, რომლებიც გადავიდნენ საქართველოს მომავალი თაობის ტოტალურად გარყვნაზე, ამიტომ არც უნდა გვიკვირდეს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კობიაშვილი ჰომოსექსუალიზმის აპოლოგეტად რომ გვევლინება. ხევისბერი გოჩას შვილმა ქალს აკოცა და ამისთვის მამამ ხანჯალი გაუყარა, მოხევე კობიაშვილის მამა კი დუმს და ოლიმპიური სიმშვიდით უყურებს შვილის დეგრადირებას. ამას რას მოვესწარით ქართველები!..
    
ასე დაასრულა უშიშროების ვეტერანმა ოფიცერმა საუბარი და წასვლისას კიდევ ერთხელ გამაფრთხილა, ისე, როგორც ილიკომ გააფრთხილა ილარიონი, ჩემი სახელი არ გაამხილოო, ისედაც გამწარებულ სიბერეს კიდევ უფრო გამიმწარებენო

alia .ge

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ