Loading...

ცოლ-ქმარს პატარა თამთა მოუკლეს, ოჯახი შოკში იყო, ორი წლის შემდეგ კი მე გამოვჩნდი, მათ მე მიშვილეს – ნახეთ რას ამბობს გოგონა, რომელიც თამთას მშობლებმა იშვილეს…

0
1763

ნორ­ვე­გი­ა­ში, კუნ­ძულ ოტო­ი­ა­ზე დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ი­დან 7 წელი გა­ვი­და. ტე­რო­რის­ტმა ან­დერს ბრე­ი­ვიკ­მა 2011 წლის 22 ივ­ლისს ორი ტე­რაქ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. უტო­ი­ა­ზე, ახალ­გაზ­რდულ ბა­ნაკ­ში მან 77 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა. თავ­დას­ხმის მო­მენ­ტში კუნ­ძულ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ორი მო­ქა­ლა­ქე იმ­ყო­ფე­ბო­და.

თამ­თა ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის იპო­ვეს. მას­თან ერ­თად მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ ერთი მო­ქა­ლა­ქე ნა­თია ჩხე­ტი­ა­ნი სიკ­ვდილს გა­და­ურ­ჩა. მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ი­დან 2 წელ­ში თამ­თას მშობ­ლებ­მა გო­გო­ნა იშ­ვი­ლეს. ნინი უკვე 5 წე­ლია ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნე­ბის ოჯახ­ში ცხოვ­რობს. მან ცოტა ხნის წინ “ფე­ის­ბუქ­ზე” პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც 7 წლის წინ მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ა­სა და თამ­თას მშობ­ლებ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბა­ზე წერს:
“2011 წლის 22 ივ­ლი­სი, დღე, რო­დე­საც 77 ადა­მი­ა­ნი ერთი ადა­მი­ა­ნის მსხვერ­პლი გახ­და, ამ მოვ­ლე­ნამ კი უამ­რავ ადა­მი­ანს დას­წყვი­ტა გული. 77 ადა­მი­ანს შო­რის იყო ქარ­თვე­ლი თამ­თა ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი, რომ­ლის სიკ­ვდი­ლიც მე­ხის გა­ვარ­დნას ჰგავ­და ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის და არა მარ­ტო მათ­თვის, ყვე­ლა გა­ნიც­დი­და მის გარ­დაც­ვა­ლე­ბას, მათ შო­რის მეც. ოჯახს, რო­მელ­საც ეს გო­გო­ნა ბედ­ნი­ე­რე­ბას ჰგვრი­და, მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მო­ე­ცა­ლა ხე­ლი­დან ისე რომ ამის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბაც ვერ შეძ­ლეს.

Loading...


ცხოვ­რე­ბა ძნე­ლია როცა ადა­მი­ანს შვი­ლი უკ­ვდე­ბა თა­ნაც ერ­თა­დერ­თი, ამ დარდს კი ვე­რა­ფე­რი ცვლის… 2 წლის შემ­დეგ მე გა­მოვ­ჩნდი და ამ დარ­დით სავ­სე სი­ცო­ცხლეს რა­ღაც იმე­დი შევ­ძი­ნე. რო­გორც დედა ამ­ბობს, “ჩვენს სი­ცო­ცხლეს აზრი მი­ე­ცა შენი გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, ახა­ლი საზ­რუ­ნა­ვი გაგ­ვიჩ­ნდა და ღირს ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა”. ნამ­დვი­ლად გმი­რია ის ადა­მი­ა­ნი ვინც ასე­თი უბე­დუ­რე­ბის შემ­დეგ ხე­ლახ­ლა და­ი­წყებს ცხოვ­რე­ბას და უკვე გან­ვლილ წლებს გა­ი­მე­ო­რებს, თა­ნაც პირ­ნათ­ლად, ასე­თია დე­დი­კო და მა­მი­კო…
ისი­ნი ბევრ ენერ­გი­ას ხარ­ჯა­ვენ ჩემი წარ­მა­ტე­ბის­თვის, რო­მე­ლიც ასე­ვე წარ­მა­ტე­ბით დაგ­ვირ­გვინ­დე­ბა… თამ­თა კი ზე­მო­დან დაგ­ვყუ­რებს და ჩვე­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბით ხა­რობს, და­მი­ტო­ვა სიყ­ვა­რუ­ლი რო­მელ­საც ყო­ველ­თვის ვგრძნობ ჩემს გვერ­დით მყო­ფე­ბის­გან, უც­ნო­ბე­ბის­გან თუ ნაც­ნო­ბე­ბის­გან. მე ვა­ფა­სებ მათ ყუ­რა­დღე­ბას… ამ უბე­დუ­რე­ბი­დან 7 წელი გა­ვი­და, მაგ­რამ წლე­ბი დღე­ე­ბი­ვით ილე­ვა, ეს ტკი­ვი­ლი კი ისევ ძლი­ე­რია, ერ­თა­დერ­თი რაც დაგ­ვრჩე­ნია გაძ­ლე­ბაა. რო­გორც ჩვენ გვსურს სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი მრავ­ლად იყ­ვნენ ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში, ასე­ვე ღმერ­თს თა­ვის­თვი­საც კარ­გი უნდა. ისი­ნი გვი­ტო­ვე­ბენ ბედ­ნი­ერ მო­გო­ნე­ბებს, რო­მელ­თა გახ­სე­ნე­ბი­თაც მუ­დამ იარ­სე­ბე­ბენ ჩვენს გუ­ლებ­ში… თამ­თა მა­რად იქ­ნე­ბა ჩემ­ში!” – წერს “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე ნინი ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი.

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ