Loading...

პატარა გოგო და ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა, 3 ადამიანი კი სიკვდილს ებრძვის… – თბილისში ახლახანს საშინელი ტრაგედია დატრიალდა (ვიდეო)

0
1929

დადიანის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მომხდარი ავარიის ადგილზე სამართალდამცველები, მაშველები და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა იყო მობილიზებული.
სამი ავტომობილის შეჯახებისას 2 ახალგაზრდა – გოგო და ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც ირკვევა, ერთი ავტომობილის მძღოლი მოძრაობისას მეორე, საპირისპირო ზოლში გადავიდა და სხვა ავტომობილს შეეჯახა, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მესამე მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა.
შსს-ში მომხდარს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ დაშავებულია კიდევ სამი ახალგაზრდა, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
შემთხვევაზე გამოძიება 276 მუხლით არის დაწყებული, რაც რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Loading...
დატოვეთ კომენტარი
Загрузка...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ