Loading...

ვინ არის ცნობილი ქართველი, რომელიც ჩიკას ქმრის, კონსტანტინე თედელურის პირველი ცოლი იყო

0
444

რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომ მსახიობი ანი ჩირაძე დაოჯახდა. მისი მეორე მეუღლე პროექტ „მასტერშეფის“ ჟიურის ერთ-ერთი წევრი კონსტანტინე თედელურია. წყვილი რამდენიმე თვეა შეყვარებულები არიან და საბოლოოდ მათი სიყვარულის ისტორია დაოჯახებით გაგრძელდა.
ანი ჩირაძის პირველი ქმარი ზეზვა ცისკარიშვილი გახლდათ, ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის ვაჟი. წყვილს საერთო შვილი ნიცა ცისკარიშვილი ჰყავთ.
ანისთან ქორწინებამდე დაოჯახებული იყო შეფი კონსტანტინე თედელურიც. მისი ყოფილი ცოლი მსახიობ თამუნა ნიკოლაძის და – პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტი სონია ნიკოლაძე გახლდათ. კონსტანტინეზე გათხოვების 
შემდეგ სონია ბერლინში გადავიდა საცხოვრებლად.

Loading...


„ბერლინში არ ვმუშაობდი. ძირითადად გართობაზე ვიყავი გადართული. პარალელურად ენასაც ვეუფლებოდი. თბილისში არასდროს მომივიდოდა აზრად გერმანული ენის შესწავლა. ამ პერიოდმა უპირველესად ის მომცა, რომ ცხოვრებაში პირველად დავრჩი საკუთარ თავთან მარტო. მეუღლე სულ მუშაობდა და ხშირად მიწევდა მარტო ყოფნა…“ – ჰყვებოდა სონია „ბომონდთან“ ინტერვიუში.
ბერლინიდან სონია მეუღლესთან დაშორებული დაბრუნდა და კარიერა წარმატებულად თბილისში გააგრძელა. წყვილს ერთი საერთო შვილი ჰყავთ. ცნობილ შეფს, ყოფილ მეუღლესთან გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში ახლაც გამოქვეყნებული აქვს და არ წაუშლია.

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ