Loading...

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელიც დეკემბერში დიდ ფულს იშოვის

0
944

გთავაზობთ ნიშნების ტოპ-ექვსეულს, რომლებსაც ზამთრის პირველ თვეში განსაკუთრებული შემოსავლები ელოდება.
ვერძი
ვერძების ფინანსების სახლში განთავსებული ვენერა ამ ნიშნის წარმომადგენლებს ერთობლივი მუშაობის შედეგად დიდ შემოსავალს ჰპირდება. ვერძებს თანხები მომგებიანი თანამშრომლობის შემდეგ ელოდება. მაგრამ ფულის ხარჯვის მხრივ დეკემბერში მათ მეტი თავშეკავება მართებთ, რადგან დიდია რისკი, რომ იმაზე მეტი დახარჯოთ, ვიდრე გამოიმუშავეთ.

Loading...


კირჩხიბი
კირჩხიბებს ფინანსური ჯილდოს იმედი შეიძლება ჰქონდეთ დეკემბერში. მზე და იუპიტერი საკმაოდ ახლოს იქნებიან. და რადგანაც მზე კირჩხიბის ფულის სახლს მართავს, თვე, ფინანსური თვალსაზრისით, საკმაოდ ხელსაყრელი იქნება. შესაძლებელია დამატებითი შემოსავალი ახლობლებისგან. მაგრამ გაითვალისწინეთ – არ აიღოთ კრედიტი ამ თვეში.
ლომი
ლომებს დეკემბერში, სხვა ადამიანებთან ურთიერთობებით, თანხების გამომუშავების კარგი შანსი აქვთ. ასევე, დამატებითი შემოსავალია მოსალოდნელი მეუღლის ან საყვარელი ჰობის მეშვეობით. ამავე დროს, იფრთხილეთ საქმიანი პარტნიორების შერჩევისას, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ფულს ეხება.

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ