სიახლეები

ლევანს სავარაუდოდ ბიო ჰქონდა მოწეული, გამოუკითხავთ ახლობლები და ასე თქვეს… – რას ყვებიან ახლობლები ვაკეში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით

loading...
loading...

ვაკეში მომხდარ საზარელ შემთხვევაზე, რომლის დროსაც მამაკაცმა დედა და და მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა, ახალი ინფორმაცია ვრცელდება.
გამოცემა “პრაიმტაიმი” წერს, რომ 35 წლის ლევან აბაშიძეს, რომელსაც “ტაისონას” მეტსახელით იცნობენ, მკვლელობამდე სავარაუდოდ, ბიონარკოტიკი ჰქონდა მიღებული. ამის შესახებ ატენის ქუჩაზე მოკლულების ერთ-ერთმა მეზობელმა განაცხადა, რომელმაც ეს ვერსია ადგილზე მყოფი საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებისგან მოისმინა.


“ასე თქვეს, ბიო ჰქონდა მოწეულიო, როგორც ჩანს, გამოკითხეს ვიღაცეები და ამაზე დაყრდნობით ითქვა ეს ამბავი“,- ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.
ლევან აბაშიძე წარსულში ნასამართლევი იყო, თუმცა, ვერ აკონკრეტებენ, რა ბრალდებით იყო ის დაკავებული.
საზარელი ტრაგედია ატენის ქუჩაზე დღეს გამთენიისას მოხდა. მოკლულია 60 წლის ქალი, უნივერსიტეტის პროფესორი ირინე გედევანიშვილი და ასევე მისი ქალიშვილი თაკო აბაშიძე. გარდაცვლილია ლევან აბაშიძე.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close