კატეგორიის გარეშე

თუ ჩემი გული გამოადგება მზად ვარ დავუთმო – ახალგაზრდა ბიჭი 2 წლის ანიტას, რომელსაც ახალი გული სჭირდება საკუთარ გულს მისცემს…

loading...
loading...

ეს ჩემი საქართველოა… ეს ჩემი ქვეყანაა! ვამაყობ თქვენით. უმაგრესებო იცით ჩემს ქმარს 34 წლის ბიჭმა რა მოწერა რამდენიმე დღის წინ? თუკი ჩემი გული გამოადგება მზად ვარ დავუთმოო… ხალხო გესმით? გვთხოვა არ გაგვესაჯაროებინა, მაგრამ გაჩუმებაც აღარ შემიძლია… ადამიანი თავის სიცოცხლეს გვთავაზობდა.
ვიღაც ბინას აგირავებს, ვიღაც მანქანას ყიდის, ვიღაც თავის საკოლექციო წიგნებს, თავის ტანსაცმელს, საკუთარ ნახატებს, თავისთვის ძვირფას ნივთებს იღებენ ანიტასთვის. მე ამ დროს არ მესმის რა გავაკეთო. ძალიან დაბნეული ვარ. ემოციებისგან გადავიწვი. შოკში ვარ.
ვამაყობ, მიყვარხართ <3 ახლა ვარ ქვეყანაში, სადაც გიჟად შემრაცხეს ექიმებმა და იცით რატომ? იმიტომ რომ ჩემი თვალებით ვხედავდი როგორ ჩავარდა კრუნჩხვაში ჩემი პატარა და ვყვიროდი საშველად. ექიმმა გადაწყვიტა, რომ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ვარ და ამ დროს ვხედავ ჩემს ქვეყანას, უცხო ადამიანები ტირიან ჩემი შვილის გამო და აქ ის უკვირთ დედა რომ ყვირის. მართლა ყველაზე მაგარი ერი ვართ და არავინ შემეკამათოს.
შეგახსენებთ ცოტა ხნის წინ ორი წლის გოგონას უმძიმესი დაავადება – დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინდა. მედიკოსების თქმით, საჭიროა სასწრაფო ოპერაცია უმოკლეს ვადაში. უნდა ჩაიდგას აპარატი რომელიც ხელოვნურად ამუშავებს გულს, მანამ სანამ ოჯახი გულის ტრანსპლანტაციისთვის თანხის მოგროვებასა და დონორის პოვნას შეძლებს.
ოპერაციის გაკეთება 300 000 ევრო ჯდება. პატარა გოგონა ამ წუთას ავსტრიაში იმყოფება, ექიმებმა ის საავადმყოფოდან გაწერეს და არ დაეხმარებიან მანამ სანამ თანხას არ გადაიხდის.
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ანიტას დედამ, მარიამ სადრაძემ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:
„პირველად, როცა ჩემი გოგოს მისამართით დაიწერა „გადავარჩინოთ პატარა ანიტა“ საშინლად გავმწარდი. წავაშლევინე ეს სიტყვები და ვფიქრობდი რა სჭირს ჩემს შვილს გადასარჩენი -მეთქი. ძალიან ბევრი რამის გადატანა მომიწია სანამ გავიაზრებდი, რომ გადასარჩენად გვქონდა საქმე. პირველად როდესაც ექიმისგან გავიგონე სიტყვები: Your child is dying… დავიწყე გააზრება, რომ ცუდადაა ჩვენი საქმე.


დავეცი სულიერად, მქონდა ნერვული შეტევები, თავს ვერ ვიკავებდი ანიტას დასანახად რომ არ მეტირა… 2 დღის წინ რომ გენახეთ, ვერ მიცნობდით. სხვა ადამიანი გავხდი. საწყალი ფაცო ვერც ტიროდა და ამ ყველაფრის ჩუმად გადატანა უწევდა. 2 დღეა, რაც დავინახე თქვენი თანადგომა. უკვე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მორჩა, გადავრჩი… უკვე ყველაფერი კარგადაა. დიდ თანხებთანაა დაკავშირებული ჩვენი ხსნა. გთხოვთ, არ მოდუნდეთ… თქვენმა საქციელმა იმხელა იმედი ჩამისახა, რომ ისევ ადამიანად ვიქეცი. ეს ანიტაზეც დადებითად აისახა. მიყვარხართ ყველა. საოცრებები ხართ…
ანიტას გადასარჩენად მთელი საქართველო უნდა გაერთიანდეს. ერთად დგომით უკვე არაერთი სიცოცხლე გადავარჩინეთ და ახლა ანიტას დროა.
საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი:
GE28BG0000000100761966
მიმღები- ლია ჩხაიძე ( ანიტას ბებია)
TBC ანგარიში:
GE38TB7855945064300017
გადახდის აპარატებიდან ჩასარიცხად:
პ/ნ 60001030692
ლია ჩხაიძე

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close