საზოგადოება

აი რა ვიყავი და რა გავხდი ამ 6 თვეში, ეს იმათთვის ვისაც ჰგონია, რომ შვილს არ ვგლოვობ… დამაკვირდით და გაიხარეთ ჩემი უბედურებით…

loading...
loading...

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ლანა ბერძენიშვილი, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ქალიშვილი გარდაეცვალა, სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:
“აი, ეს ვარ ამ ექვს თვეში ვისაც არ გინახივართ. დამაკვირდით კარგად ვინც პირადად თუ ირიბად მიცნობდით და გაიხარეთ ჩემი უბედურება სახეზეა.
თურმე შვილს არ ვგლოვობ, ექსკურსიებზე დავდივარ, აგარაკს ვუვლი, თაიგულებს ვაკეთებ, ღვინოც კი გამიკეთებია და მრანდეს და მაშალაშინეს გესლიანი ენასამართებლებით.
არ გირჩევთ და დროზე იყუჩეთ ყველამ. ვინც ეს სიმწარე გამოსცადა, ის არასოდეს გამჭორავს, ვისაც არ გამოუცდია, მადლობა შეწირეთ უფალს და მოკეტეთ.
თქვენ რა იცით მე რას განვიცდი? იქნებ იმ შრომაში ვანთხევ ჩემს, რომ არაფერი ეშველება იმ ტკივილს, იქნებ იმიტომ მივდივარ სხვა ქალაქში თუ ქვეყანაში, გაუსაძლისია ჩემთვის სახლის კარის შეღება იქ, სადაც მხოლოდ სურათებიდან მიღიმის ჩემი სიბერის სიხარული და სიმწარე?


იქნებ ასე ვშველი ჩემს თავს ხან საფლავზე ვგდივარ, ხან აგარაკზე გავრბივარ, ხან აქციაზე და რავიცი ჯანდაბაში, რომ ერთ ადგილზე არ გავგიჟდე. და თქვენ მისურვებდით გამძლეობას? თქვენ თანამიგრძნობდით მე?
ფარისევლებო, ჩასაფრებულები რომ ხართ რა ფოტოს დავდებ ან სად ვარ.
ნუთუ ამდენი უბედურებების მერე არ გემეტებათ ჩემთვის სიმშვიდე? რაიმე გთხოვეთ? ჩემი სოფი ვის მოგიკვდათ ? თქვენ?
მოკეტეთ და გეშინოდეთ ჩემი და ნებისმიერი შვილმკვდარი დედის განკითხვის, შვილები მაინც დაინდეთ…. ნუ იქნებით გარანტირებულად მშვიდად და ნუ გვკარნახობთ გლოვის ფორმულას თქვენ, ვინაც არ იცით ეს რა ბალღამია ყოველწუთიერი.
აჰა, მე 50 წლისა ასე გამოვიყურები.
ნეტა სოფი მყოლოდა და სარკისკენ გახედვა მშინებოდა.
სოფი დეო, ყველა და ყველაფერი ისე მიყვარს, როგორც შენ გიყვარს, და ის და ისინი ისევე არ მიყვარს ვინც და რაც შენ ჩემო სკვინჩავ!
შენი კიდევ ერთი სურვილი შევასრულე დეოკო!”

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close