სიახლეები

ხევსურეთში პატარა გოგონა ძმის ნაცვლად მოუკლავთ… – საშინელი შემთხვევა რომელიც მეზობლებმა გაამხილეს

Loading...

თელავის რაიონის სოფელ კობაძეში, სადაც გასული საუკუნის 60-იან წლებში ჩამოსახლებული ხევსურები ცხოვრობენ, 104 წლის ბეწიწურ არაბულს­ მივაგენი. პაპა ბეწიწურს დაწვრილებით ახსოვს საუკუნის წინანდელი ამბები და მამაპაპისეული­ ტრადიციები.
აი, რა უამბო მან „პრაიმტაიმს“ სისხლის აღების ძველებური წესის შესახებ:
– მაგალითად, ხევსური თუ ვინმეს მოკლავდა, მოკლულის ნათესავები შურს იძიებდნენ და დაედევნებოდნენ მოსაკლავად. მკვლელი­ იმალებოდა. მერე კაცებს მიუგზავნიდა, შევრიგდეთ და რიგს დავუყენებ – გადამახ­დევინონ, რაც წესიაო. რიგის დაყენება­ ნიშნავდა, რომ გარჯულავდნენ (გაასამართლებდნენ) და მკვლელს კაცის­ თავის ღირე­ბ­ული (მოკლული ადამიანის­ საფასური)­ – 403 ცხვარი და 100 ძროხა უნდა გადაეხადა. როცა ოჯახი ღარ­იბი იყო, 100 ძროხას ვერ უზღავდა, ხარს მიუყვანდა­ სალო­ცავში და დაუკლავდა, – ძმებად შევიყარნეთო… მერე სანასკვოს დებდნენ. რჯულის კაცებს შეყრიდნენ, სალოცავში საკლავს­ დაკლავდნენ­, სასმელს მოამზადებდნენ, ორივე მხარეს მიიყვანდნენ (მოკლულისა და მკვლელის ოჯახებიდან) და საქმეს არჩევ­დნენ. სანასკვოს ეძახდნენ ორ თოკს, რომ­ელსაც ერთმანეთზე გადასკვნიდნენ და ჯვრის ფორმას მისცემდნენ. დადებდნენ მიწაზე, ერთ ბოლოს ჭირისუფალი დაადგამდა ფეხს, მეორეს – მკვლელის მხარე, კიდევ ორ ბოლოს – რჯულის კაცები და ღმერთს ახსენებდნენ: ღმერთმა გაიგონოს, ხალხმა გაიგონოს და ანგელოზებმა გაიგონონ, რომ დღეის იქით მტრობა­ დასრულებულია, მძახლობაც შეუძლიათ, დობილ-ძმობილობაც, შესაძლოა, ჩხუბიც მოუვიდეთ, მაგრამ ამ ძველი საქმის გახსენების უფლება აღარ აქვთო…

Loading...


ერთხელ ასეთი ამბავი მოხდა: ერთი მკვლელის მეზობლად მოკლულის ნათესა­ვები ცხოვრობდნენ და მოკლულის ძმა მკვლელს უდარაჯებდა, რომ სისხლი აეღო. მკვლელის დას ჩაუცვამს ძმის სამოსი,­ დაუხურავს ქუდი და მშვილდ-ისრით გამოსულა ბანზე. თავი გაწირა, რომ ძმა გად­აერჩინა. ამის დამნახავ მოკლულის დედას­ უთქვამს, ჩვენი ამომწყვეტელი ჩვენს ციხეზე­ მტრედებს ხოცსო. ჩასაფრებულს უსვრია და მოუხვედრებია. ეს გოგო სიმაღლიდან ძირს რომ მოფრინავდა, ქუდი მოსძრობია და ქერა თმა გაშლია. დედავ, რა მიყავ, ხომ არ შემაცდინეო? – დაიძახა მკვლელმა,­ მაგრამ უკვე გვიანი იყო. ამ ამბის გამო პირგასამყრელო შეიკრიბა, მაგრამ ქალის სიკვდილისთვის მკვლელს საზღაური ვერ დაუდგინეს. ვინც რჯულის­ თავის (კანონების) კარგი მცოდნე იყო, ყველას მოუყარეს თავი. 14 დღე ბჭობდნენ და ბოლოს ქალის­ საზღაურად ნახევარი თავი დაუყენეს, ანუ იმის ნახევარი, რაც კაცის მოკვლისთვის იყო დადგენილი. ასე იმიტომ მოხდა, რომ ამ უხუცესებში ერთი ქისტი იყო, რომლის წინაპრებს ხევსურეთში უცხოვ­რია. ქისტი ქალს პატივს არ სცემდა,­ მისთვის ქალი და სახედარი ერთი იყო და იმას უთქვამს, ხმლიან ხელს ფარტნიანს ვერ შევადარებ (ფარტანი ძაფის სართავი მოწყობილობაა) და ნახევარ თავს დავუყენებო… იმ ქალის საქმე დღემდე არ არის გასწორებული და ხევსურეთში დავაყენე საკითხი, რომ ქალის­ თავის და კაცის თავის საზღაური გათანაბრდეს, რადგან შეიძლებოდა ამ ქალისგან ხუთი ან ათი „ხმლიანი ხელი“ დაბადებულიყო…
წყარო: primetime.ge

დატოვეთ კომენტარი
Loading...

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close