სიახლეები

კლოუნმა აიღო ავტომატი და და ბავშვებიც ჩაცხრილა… – საშინელი შემთქვევა რომელმაც მთელი საქართველო შეძრა

loading...
loading...

დღეს სოციალურ ქსელში გაჩნდა პოსტი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, განსაკუთრებით მშობლების მხრიდან. 6 წლის მოზარდის დედა,ნათია ბუკია საბავშვო გასართობ ცენტრში მომხდარი შემთხვევის შესახებ წერს. „ფეისბუქ პოსტის“ მიხედვით, ჯოკერის ფორმაში გადაცმული ანიმატორის ბავშვს ძალიან შეეშინდა და ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო:
„იმ დონეზე ვარ აღშფოთებული, რომ აქ გაზიარების გარდა, კიდევ რა შეიძლება გავაკეთო, არც კი ვიცი! ჩემი 5 წლის შვილი, ნინა, მყავდა კლასელის დაბადებია დღეზე Dejavu Birthday Club-ში. დაბადების დღის ბოლოს ბავშვებს უთხრეს, დაუძახეთ ჯოკერსო (6 წლის ბავშვის დაბადების დღეა). ნინამ ეგრევე მითხრა, ჯოკერი მოდის და მეშინია, ჩემთან იყავიო. კიდევ კარგი, უკვე მისული ვიყავი, არც მინდა იმის წარმოდგენა, იქ რომ არ ვყოფილიყავი!
სცენაზე გამოვიდა ჯოკერი, დაჯდა სკამზე, შუქები აქვს დანათებული, თავი აქვს ჩახრილი, ისმის დაძაბული მუსიკა და ჯოკერის საშინელი სიცილი. ნინას სახე აელეწა და ეგრევე გამოვიყვანე. პალტო რომ ჩავაცვი და გასასვლელისკენ გამყავდა, გავხედეთ სცენას და რას ვხედავთ: ჯოკერმა აიღო ავტომატი, მიუშვირა ბავშვებს და “ჩაცხრილა”! ნინა გამოვაქანე ცენტრიდან, მაგრამ ძალიან დიდხანს ვამშვიდებდი. რატომ გავიხედეო, ჩემს მეგობრებს თოფი ესროლაო!


ეს თავის მეგობრებზე ნერვიულობდა და ვინც იქ იჯდა, 4, 5, 6 წლის ბავშვების მდგომარეობის წარმოდგენაც არ მინდა, ჯოკერი რომ ავტომატს მოგიშვერს და გგონია, რომ გესვრის! ნინა მეუბნებოდა, იქ ერთი ბავშვი 4 წლის იყოო. გეხვეწები, ყველა ჩემი კლასელის მშობელს დაურეკე, იქ არავის გადაუხადონ დაბადების დღეო! ვერ ვაჯერებდი, რომ მსახიობი იყო ჯოკერი. გაოგნებული ვარ! აზროვნების უნარი არ აქვს ან ცენტრს ან მშობელს? არ ვიცი, რა ვთქვა! ამ ქვეყანაში მართლა ყველაფერი რეგულირებული უნდა იყოს! და დიახ, მშობლები არ უნდა წყვეტდნენ, მათი 5 წლის შვილი მზად არის თუ არა სკოლისთვის, რადგან იმასაც ვერ ხვდებიან, რომ 5-6 წლის ბავშვის დაბადების დღეზე ჯოკერი არ უნდა მოიყვანონ, რომელიც ბავშვებს ავტომატით აშინებს! მერე თურმე ისე გაგრძელდა დაბადების დღე, რომ ჯოკერმა იუბილარს მისცა ავტომატი და იმას ჰქონდა საშუალება, თავისი მეგობრებისთვის ესროლა. არ ვიცი, რა ვთქვა.
ერთი ვიცი, რომ მომავალში წინასწარ ზედმიწევით გავარკვევ დაბადების დღის პროგრამას და მარტოს ალბათ დიდხანს აღარ დავტოვებ (თქვენც იგივეს გირჩევთ). ჩემს შვილს პირადად მიადგა ფსიქიკური ტრავმა, რომლის გამოც თამამად შემიძლია სასამართლოში ჩივილი! არ ვიცი, ამ პოსტს რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს, მაგრამ იმედი მაქვს, ამ ცენტრის ადმინისტაცია დაფიქრდება, რომ ბავშვებს რომ უწყობ დაბადების დღეებს, მეტი პასუხისმგებლობა გეკისრება და რაც არ უნდა მშობლების სურვილით გაამართლო შენი საქციელი, უნდა იცოდე, რომელი ასაკობრივი ჯგუფისთვის რა პროგრამაა შესაფერისი! მადლობა ყურადღებისთვის“, – წერს ნათია ბუკია,
პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარებში წერენ, რომ ცენტრმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი და პროგრამაც ასაკის შესაბამისად შექმნას.

ambavi.cc

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close