საზოგადოება

უწესიერესი ბავშვი იყო და ასეთი კოშმარი დაატყდა თავს – რა მოუვიდა ახალგაზრდა ქართველ გოგონას, რომელიც გერმანიაში ექიმად მუშაობს…

loading...
loading...

სოციალურ ქსელში საკმაოდ ცნობილი ახალგაზრდა გოგონა ქეთი ფხაკაძე, რომელიც გერმანიაში ექიმად მუშაობს პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
”უუუწესიერესი ბავშვი ვიყავი.
ყველაფერს რომ უჯერებდა მშობლებს და მართლა არასდროს ხდებოდა ავად.
სულ თბილად ჩაცმული, დამჯერი და ა. შ.
მაგრამ აი სადღაც 10 წლის ასაკამდე მაინც გაუვარდებოდა ხოლმე ჩემს იმუნურ სისტემას და ორ წელში ერთხელ, 1-2 დღით გავცივდებოდი და ამიწევდა სიცხე.
ეგ იყო ჩემი ტრაგედია.
გამოუთქმელი კოშმარი.
არა იმიტომ, რომ ეგრე ცუდად ვიყავი ან რამე მტკიოდა.
არა. სხვა ბავშვებს თუ სიცხე უხაროდათ, ზოგი ჩაის ცხელ ჭიქაზე აცხელებდა თერმომეტრს და სულ ჯანმრთელი სიაფანდურად რჩებოდა შინ, მე თავს დამნაშავედ ვგრძნობდი ჩემი მშობლების წინაშე. აესე 6 წლის ბავშვს თითქოს მრცხვენოდა, რომ დავაშავე, გავბედე და ცუდად გავხდი. და დედას და მამას ყველა მზერის შევლებაზე, თვალს ან ძლივს ვუსწორებდი, ან სინანულით შევჩერებოდი და უხმო პატიებას ვთხოვდი.
ეს ყველაფერი ძალიან ქვეცნობიერად. ცხადია, ჩემები ჩემზე ღელავდნენ, ყველაფრით მანებივრებდნენ, რაც მინდოდა, წამით არ მტოვებდნენ, თავისთან მიწვენდნენ ღამით საწოლში. შემწვარი სარდელები და ტკაცუნა სოსისები ქვეყნიერებას მერჩივნა. ყველანაირ საქმეს მიანებებდა ხოლმე მამა თავს, დედა რომ დაურეკავდა, ბავშვს სიცხე აქვსო და მოლოდინად მექცეოდა ეგ დღე.
რომ მოსაღამოვდებოდა და სახლში სინათლეს ავანთებდით, მამა უნდა მოსულიყო და მოეტანა ყველაფერი, რაც მიყვარს. მაგრამ მათ შორის უპირველესად სიმშვიდე და იმედი, რომელსაც ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი მაჩვენებდა.
‘უჰ. მერე რა, მა. ჩაის დალევ და ხვალამდე სულ გაგივლის’.


იქით დედასაც დააწყნარებდა, როცა თვითონ ალბათ ყველაზე მეტად ნერვიულობდა და ვინ იცის,რამდენ საქმეს ტოვებდა იმ დღეს სამსახურში დაუსრულებელს. იწყებოდა მერე ჩაის სეანსები, ლიმონი, თაფლი, ჟოლო, მამას თერაპიები, ტემპერატურის კონტროლი და ისევ ჩემი შეფარული პატიების თხოვნა გულში, რომ ‘ძალით არ მინდოდა.’ უბრალოდ ასე გამოვიდა და გავცივდი.
თუ მეორე დღესაც გამიგრძელდებოდა, ეკა ექიმი. თუარადა უმეტესად დედა და მამა ერთ ღამეში მარჩენდნენ ხოლმე.
ვწევარ ახლა. გამეღვიძა შუაღამისას. გარეთ ალბათ ტემპერატურა ნულს ჩამოსცდა. 38.5 მაქვს სიცხე. თერმომეტრს დავხედე თუ არა იიიისე შევშფოთდი. ‘სიცხის’ გამო არა. ღვთის გულისათვის, ამხელა მომავალი ექიმი ქალი, ეს რანაირად შემაშინებდა ხო?!
მაგრამ აი მანდ ცდებით.
დედას და მამას არასდროს ჰქონიათ ექიმის ლიცენზია ან დიპლომი, მაგრამ ჯადოსნური მანქანებით სულ იცოდნენ როგორ უნდა ეშველათ ჩემთვის. და სულ იდეალურად გამოსდიოდათ.
ღამის სამის ნახევარია. ჩაი გავიკეთე ლიმონით და თაფლით. წამალიც დავლიე. ხან მამცივნებს, ხან მაცხელებს. ვწევარ და მეტირება უნებურად. არა, განსაკუთრებული კი არაფერი მიჭირს. პირიქით. საკუთარ თავზე ასე 30 წამში ერთხელ მეცინება კიდეც, რომ რა დიდი გოგო ვარ, ორი წელია ამ სიშორეზე ვცხოვრობ, მარტო, საკუთარი თავის ბატონ-პატრონი, ‘გაზრდილი’, ‘ჩამოყალიბებული’. მაგრამ ვზივარ და თავთან პატარა კომოდს გადავხედავ შიგადაშიგ და არ დევს არც დედას ხელით მორეული ჩაი და არც მამას მოტანილი ტკაცუნა სოსისები და ვერცხლისწყლიანი თერმომეტრი. საწოლიც პატარაა და ჩემი. ჰოდა ალბათ გათენდება ოდესმე. ამ გაციებასაც გადავურჩები რამენაირად :დ ეგ არაფერი. ვის არ მოსვლია, მაგრამ რაღაცები არ იცვლება და რაღაცები არ ისწავლება.
ცხოვრება კიდევ ხან ისეა, ხან ასე. როგორც მოუნდება.
არც მე მეკითხება რამეს და არც თქვენ.
დრამატულ ხასიათს გადავიგდებ ახლა, გავიზომავ ერთს კიდევ სიცხეს და გავაგრძელებ ძილს. მერე დილას დედას დავურეკავ და მოვუყვები. არა, გატყუებთ. ის დამასწრებს. შეიძლება არც ახლა სძინავს, მაგრამ რომ დავურეკო პირდაპირ ჩვენი კორპუსის სახურავიდან გამოფრინდეს შეიძლება ოც წამში გაჩენილი ვერტმფრენით.
პ.ს. Nato , დე, კარგად ვარ გეფიცები, უბრალოდ ეს სახლიდან შორს პირველად გაციება რაღაცნაირი ძალიან სევდიანი ყოფილა.
არ ინერვიულო, ეგეც ხომ უნდა გამომევლობოდიში. ძალით არ მინდოდა
და არც მამა ანერვიულო.
სიცხე კი არა, გველეშაპი ვერ მომერევა. თქვენი საწოლის იქით ავად გახდომასაც შევეჩვევი.
გკოცნი.
დილამდე”

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close