სიახლეები

ბავშვს სახე აქვს დამწვარი დედა კი მძიმე მგომარეობაშია… – დიდი ტრაგედია რომელმაც ყველა შეძრა

loading...
loading...

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში, ეჟიშვილების ოჯახში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული სამი პირი, მათ შორის 6 წლის ასაკის ბავშვი, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, სამივე დაშავებული ერთი ოჯახის წევრია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვადასხვაგვარია.
„დედას და ბავშვს თბილისში დამწვრობის ცენტრში გავაგზავნით. ბავშვს სახე აქვს დამწვარი და უკეთესია, თუ იქ უმკურნალებენ.

დედა სტაბილურად მძიმეა, ორმოცპროცენტიანი დამწვრობა აქვს. დეიდა უკეთესადაა, ალბათ ორ დღეში გავწერთ“,- თქვა ჭონიაშვილმა.
ხანძრის შედეგად გარდაცვლილი მოზარდი, თბილისის ერთ- ერთი სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლე, საბა გულმაგარაშვილია. გრემში, ის ბებიასთან დასასვენებლად იმყოფებოდა.
წინასწარი ინფორმაციით, მოზარდს ეძინა და ხანძრის დროს სახლიდან გასვლა ვეღარ მოასწრო.
შეგახსენებთ, ხანძარი სოფელ გრემში, ეჟიშვილების საცხოვრებელ სახლში, რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. დაღუპულია 12 წლამდე ასაკის მოზარდი.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close