სიახლეები

ახლახანს საბერძნეთში 20 წლი ქართველ ბიჭებს სამუდამო მიუსაჯეს – ნახეთ რატომ გაასამართლეს ასე სასტიკად ქართველი ბიჭებმა

loading...
loading...

საბერძნეთში ორ ქართველს სამუდამო პატიმრობა შეეფარდა – ამ ინფორმაციას ქართველი ემიგრანტების ინტერნეტპორტალი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, მათ ბრალი ტაქსის მძღოლის მკვლელობაში დასდეს.
„ბერძნულმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. სამუდამო პატიმრობა მიესაჯა საქართველოს ორ მოქალაქეს, რომლებმაც ათენში, კერძოდ, კიფსელზე ტაქსის მძღოლი მოკლეს.
აღნიშნულ ინფორმაციას SKAI ავრცელებს. ორი ქართველი მამაკაცი, რომლებიც დანაშაულის ჩადენის მომენტში 19 და 20 წლისები იყვნენ, ტაქსის მძღოლს 3 ივლისის დილას დაესხნენ თავს. როგორც ცნობილია, ისინი გაზაში წინა ღამით გასართობად

იმყოფებოდნენ, გამთენიისას კი გამოვიდნენ, ტაქსში ჩასხდნენ და მძღოლის დაყაჩაღება სცადეს. გამომდინარე იქიდან, რომ მან წინააღმდეგობა გაუწია, სასტიკად სცემეს და ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენეს. შემდეგ აიღეს ფული, მისი ტელეფონი, მანქანის გასაღები და ფეხით გაიქცნენ.
ტაქსის მძღოლი ორმა გამვლელმა დილის 05:36 საათზე იპოვა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, უკვე გარდაცვლილი იყო. მას ძლიერი სისხლდენა აღენიშნებოდა და ტანსაცმელი შემოხეული ჰქონდა. სიკვდილის მიზეზი კი ტვინის დაზიანება გახდა.
საქართველოს ორივე მოქალაქეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.“ – ნათქვამია გავრცელებულ სტატიაში.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close