საზოგადოებასხვა

რთული განქორწინების შემდეგ მან გადაწყვიტა ყველაფერი ნულიდან დაეწყო (ვიდეო)

loading...
loading...

ადამიანების უმეტესობას ცხოვრებაში სტაბილურობა ურჩევნია. ასეთი ადამიანებისთვის ცვლილებები ძალიან რთულია, რადგან ისინი განსაზღვრულ თანმიმდევრობას არიან მიჩვეული. ხანდახან, ცვლილებები ჩვენ გარეშე ხდება, ამ დროს კი ერთადერთი გამოსავალი ყველაფრის თავიდან დაწყებაა. სწორედ ეს შეემთხვა ჩვენი ისტორიის გმირს.
ამ ქალბატონს ლორი ჰქვია, მან რთულად გადაიტანა განქორწინება. ამ შემთხვევის შემდეგ, ლორის მეგობრებმა ურჩიეს იმიჯი მთლიანად შეეცვალა, რათა უარყოფითი ემოციებისა და მოგონებებისგან გათავისუფლებულიყო. ბოლოს და ბოლოს, მეგობრებმა შეძლეს ლორის დათანხმება და ჩაწერეს იგი ცნობილ სტილისტ კრისტოფერ ჰოლკინსთან.
რეკონსტრუქტორი, როგორც ის საკუთარ თავს უწოდებს, სრული მზადყოფნით შეუდგა მუშაობას. როდესაც ბოლო შტრიხებიც დასრულდა, ლორი ისე შეიცვალა, რომ მისი ამოცნობაც გაგიჭირდებოდათ. ახალი ვარცხნილობისა და არაჩვეულებრივი მაკიაჟის წყალობით, ის უფრო თავდაჯერებულად, ლამაზად და ენერგიულად გამოიყურებოდა. ის 10 წლით გაახალგაზრდავდა. რთულია იმის დაჯერება, რომ სტილისტთან მხოლოდ ერთი ვიზიტი ასე ცვლის ადამიანს. კრისტოფერმა ლორის ურჩია, ნახევარ წელიწადში ისევ მისულიყო მასთან, რათა ახალი ვარცხნილობა შეერჩია მისთვის.

დატოვეთ კომენტარი

loading...
loading...

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close