საინტერესო

მთელი წლის განმავლობაში ბედნიერება ელის მას, ვინც ზუსტად 12 საათზე დააცემინებს… – წინა საუკუნეების “ცრურწმენა”, რომელიც მართალი აღმოჩნდა

loading...
loading...

ახა­ლი წლის­თვის ყვე­ლა ცდი­ლობს და­ას­რუ­ლოს ძვე­ლი საქ­მე­ე­ბი, რათა ახა­ლი წლი­დან ყვე­ლა­ფე­რი ახა­ლი და კარ­გი შე­მო­ვი­დეს მის ცხოვ­რე­ბა­ში. არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე ჩვე­უ­ლე­ბა, რო­მე­ლიც და­გეხ­მა­რე­ბათ, ახალ წელს ბედ­ნი­ე­რი, ფუ­ლი­ა­ნი და ჯან­მრთე­ლი შეხ­ვდეთ და ასე­ვე გა­ა­ტა­როთ 12 თვე. ჩვენ მო­გიმ­ზა­დეთ სა­სარ­გებ­ლო და გა­მოც­დი­ლი რჩე­ვე­ბი და თქვე­ნი გა­და­სა­წყვე­ტია, რო­მელს გა­ით­ვა­ლის­წი­ნებთ, არ­ჩე­ვან­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი ხართ.

  • უპირ­ვე­ლე­სად, მიჩ­ნე­უ­ლია, რომ ახალ წელს ახა­ლი სა­მო­სით უნდა შეხ­ვდეთ. და ჯი­ბე­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გე­დოთ მსხვი­ლი კუ­პი­უ­რა. ახა­ლი ტან­საც­მლის ყიდ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა თუ არა გაქვთ, ეცა­დეთ, თეთ­რე­უ­ლი მა­ინც იყოს ახა­ლი. ისიც გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ თუ ცხოვ­რე­ბა­ში სიყ­ვა­რუ­ლის მო­ზიდ­ვა გსურთ, საც­ვა­ლი აუ­ცი­ლებ­ლად წი­თე­ლი ფე­რის უნდა იყოს.
  • და­აკ­ვირ­დით, სუფ­რას­თან შამ­პა­ნუ­რის ფუ­ჟე­რებ­ში დას­ხმის დროს, ვის შეხ­ვდე­ბა ბოლო წვე­თე­ბი, მას მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­უ­მარ­თლებს. აგ­რეთ­ვე, გა­უ­მარ­თლებთ მათ, მო­უ­ლოდ­ნელ სა­ჩუ­ქარს მი­ი­ღე­ბენ, ვინც ახა­ლი წლის ღა­მეს რა­მეს იპო­ვის.
  • აგ­რეთ­ვე, ბედ­ნი­ე­რე­ბა ელის მას, ვინც ახა­ლი წლის ღა­მეს, 12 სა­ა­თის დად­გმოს­თა­ნა­ვე და­ა­ცე­მი­ნებს.
  • კარი არ მი­უ­კე­ტოთ შემ­თხვე­ვით მო­სულ ადა­მი­ანს (გზა აებ­ნა, ცოლ­მა გა­მო­აგ­დო) ამ­ბო­ბენ, რომ ამ­გვა­რად ბედი გცდით და თუ კარ­გად ჩა­ა­ბა­რებთ გა­მოც­დას, ჯილ­დო­საც მი­ი­ღებთ.
  • ეცა­დეთ, სახ­ლი­დან ნა­გა­ვი მზის ჩას­ვლამ­დე გა­ი­ტა­ნოთ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში იღ­ბალს გა­ი­ტანთ ბი­ნი­დან. სახ­ლი და­ა­ლა­გეთ ახა­ლი წლის დად­გო­მამ­დე და პირ­ველ­შიც კი არ გახ­ვე­ტოთ ბინა. აი, სა­რე­ცხის გა­რე­ცხვა კი ცუ­დის ნი­შა­ნია. თქვენ შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა სი­კე­თე გა­და­რე­ცხოთ, რაც გე­კუთ­ვნო­დათ. ია­ტა­კის მოწ­მენ­დაც კი ახა­ლი წლის დად­გო­მამ­დე, მზის ჩას­ვლამ­დე უნდა შეს­რულ­დეს.
  • სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა­ზე არა­ვის წა­ე­კა­მა­თოთ. ჭი­ქის მო­ჭა­ხუ­ნე­ბის დროს ადა­მი­ანს უსურ­ვეთ სამი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ: სი­ცო­ცხლე, ჯან­მრთე­ლო­ბა, პური – ასე იქ­ცე­ოდ­ნენ ძვე­ლად.
  • თუ ფეხ­მძი­მე ქალი სა­ა­ხალ­წლო სუფ­რას­თან პირ­ვე­ლი დაჯ­დე­ბა და პირ­ვე­ლი და­ი­წყებს ჭა­მას, მსუ­ბუ­ქად იმ­შო­ბი­ა­რებს. მე­ძუ­ძურ­მა დე­დამ კი სტუმ­რე­ბი თვი­თონ არ უნდა მო­ი­პა­ტი­ჟოს, არც შინ და არც სუფ­რას­თან, მისი შვი­ლი მთე­ლი წელი ჭირ­ვე­უ­ლი იქ­ნე­ბა.
  • და­აკ­ვირ­დით, რომ ცოლ-ქმრის სა­წოლ­ზე არა­ვინ წა­მოწ­ვეს, ეს წყვილს ახალ წელს ბევრ უსი­ა­მოვ­ნე­ბას, ღა­ლატ­საც კი, მო­უ­ტანს.
  • ახალ წელს სახ­ლში შე­მო­სულ პირ­ველ სტუ­მარს ჰკი­თხეთ: “ბევ­რი” თუ “ცოტა”. თუ გი­პა­სუ­ხებთ “ბევ­რი”, მთელ წელს უზ­რუნ­ვე­ლად გა­ა­ტა­რებთ და თუ გე­ტყვით “ცოტა”, ფი­ნან­სუ­რი და­ნაკ­ლი­სი გე­ლით. სა­სურ­ვე­ლია, ბი­ნა­ში ერ­თდრო­უ­ლად ორი ადა­მი­ა­ნი შე­მო­ვი­დეს. მიჩ­ნე­უ­ლია, რომ ასე ცუდი ვე­ღარ შე­მო­ე­ტე­ვა კარ­ში.
  • კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა 28 დე­კემ­ბე­რი . ამ დღეს არ და­გეგ­მოთ არა­ფე­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი – სა­ყიდ­ლე­ბი, ახა­ლი საქ­მის და­წყე­ბა – მას აქვს უდი­დე­სი ძალა, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­ფუ­ჭოს და ყვე­ლა­ფე­რი უკუღ­მა შე­მო­გიტ­რი­ა­ლოთ.
  • პირ­ველ იან­ვარს არ შე­ას­რუ­ლოთ რთუ­ლი საქ­მე. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მთე­ლი წლის მძი­მე შრო­მა­ში გა­ტა­რე­ბა მო­გი­წევთ. აგ­რეთ­ვე, ამ დღეს მო­ე­რი­დეთ ბას­რი საგ­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, ბედ­ნი­ე­რე­ბა რომ არ გა­დაჭ­რათ.
  • მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა 2 იან­ვა­რიც . ამ­ბო­ბენ, რომ ვინც ამ დღე­საა და­ბა­დე­ბუ­ლი, ორი სიყ­ვა­რუ­ლი, ორი ქორ­წი­ნე­ბა ელის. არა­ვის ესეს­ხოთ ამ დღეს ფული. მთელ წელს ვა­ლებ­ში გა­ა­ტა­რებთ. გან­სა­კუთ­რე­ბით, თქვენს სეხ­ნი­ას, მას თქვენს იღ­ბალს გა­ა­ტანთ.
  • ვინც სამ იან­ვარს სახ­ლის კი­დე­ზე წა­ი­ბორ­ძი­კებს, სა­მუ­და­მოდ და­ტო­ვებს ამ სახ­ლს. ამ დღეს არ გირ­ჩევთ თმის შეჭ­რას. სამ­ში არა­ვის არა­ფერს და­პირ­დეთ. ეცა­დეთ, კარ­გად მო­იქ­ცეთ, რად­გან სამ იან­ვარს ჩდე­ნი­ლი ცუდი საქ­მე­ე­ბი თქვენს შვი­ლებს და­აწ­ვე­ბათ ცოდ­ვად.
  • 5 იან­ვარს სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ მჭრელ საგ­ნებ­თან. დღე­ვან­დე­ლი იარა დიდი ხნის მან­ძილ­ზე არ შე­ხორ­ცდე­ბა. ამ დღეს და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი დიდ­ხანს იცო­ცხლებს და ბევ­რი უსი­ა­მოვ­ნე­ბი­დან გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მო­ვა. ვალი არც აი­ღოთ და არც გას­ცეთ.

ბედ­ნი­ე­რი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი და იღ­ბლი­ა­ნი ახა­ლი წელი გქონ­დეთ!

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close