სხვა

მამაკაცი ღრძილების ტკივილით იტანჯებოდა და მას მოუწია ზედმეტი 232 კბილის მოშორება!

Loading...

18 თვის მანძილზე ბიჭი ძლიერი ტკივილებით იტანჯებოდა. ამ ხნის მანძილზე, მან დახმარებისთვის, სხვადასხვა ქალაქების სამედიცინო დაწესებულებას მიმართა, მაგრამ დიაგნოზის დასმა ვერავინ შეძლო. მას ღრძილების ანთება ჰქონდა და ტკივილი 1 დღითაც კი არ უყუჩდებოდა.
ეს მანამდე გაგრძელდა, ვიდრე ბედმა და მზრუნველმა მშობლებმა ის ბომბეის საავადმყოფოში არ მიიყვანეს, სადაც სტომატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა სუნანდრა დჰივარამ მას ოპერაცია გაუკეთა.
ექიმის თქმით, ბიჭის მდგომარეობა «ძალიან იშვიათი» იყო და მან ამ დაავადებით «მსოფლიო რეკორდი» მოხსნა. «აშიკს ოდონტომა ჰქონდა, ეს კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომლის დროსაც, ღრძილებში კბილების უკონტროლო ზრდა ხდება», — აღნიშნა ექიმმა დჰივარამ, BBC-თან ინტერვიუს დროს. — ჩვენ უფრო მძიმე დაავადების შიში გვქონდა, მაგრამ საბედნიეროდ, ჩენი შიშები არ გამართლდა».

Loading...


ექიმები ამბობდნენ, რომ თავდაპირველად არაფერი გამოსდიოდათ, მაგრამ რამდენიმე კბილის ამოღების შემდეგ, კბილები ერთმანეთის მიყოლებით, უკვე თვითონ გამოდიოდა.
საბოლოო ჯამში, ექიმებმა 232 კბილი დათვალეს. ექიმმა სუნანდრამ აღნიშნა, რომ მსგავსი პრეცენდენტი უკვე იყო მის პრაქტიკაში. მაშინ პაციენტს ზედა ყბაზე ჰქონდა პრობლემა და მას 37 კბილი ამოუღეს. აშიკის მდგომარეობა კი, ბევრად უფრო სერიოზული იყო. სიმსივნე ქვედა ყბაზე ჰქონდა და პროცესი ძალიან შორს, სიღრმეში იყო წასული.
აშიკმა ოპერაციის შემდეგ მომჯობინება დაიწყო. ჯგუფის წევრები, რომლებმაც ოპერაცია ჩაატარეს, გაოცებას ვერ მალავდნენ, რადგან მეტად იშვიათი და უჩვეულო შემთხვევის თვითმხილველები გახდნენ. ამჟამად, მათ ყოფილ პაციენტს მხოლოდ 28 კბილი აქვს და ექიმები იმედოვნებენ, რომ ის სრულად გამოჯანმრთელდება და მსგავსი პრობლემა აღარ შეექმნება.

დატოვეთ კომენტარი

loading...
loading...

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close