სხვა

აშშ-ში ტყეში დაკარგული სამი წლის ბიჭი დათვმა გადაარჩინა

loading...
loading...

აშშ-ში, კრეივენის ოლქში მდებარე ტყეში დაკარგული ბიჭი იპოვეს, რომელიც ამბობს, რომ მას გადარჩენაში დათვი დაეხმარა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
სამი წლის ბიჭი 22 იანვარს გაუჩინარდა, ის მეგობრებთან ერთად ბებიის სახლის უკანა ეზოში თამაშობდა, თუმცა იმ დღის შემდეგ აღარავის უნახავს. გამოცემის ცნობით, როდესაც დაღამდა, ტემპერატურა მინუს 6 გრადუსამდე დაეცა, ბავშვს კი შესაფერისი სამოსი არ ეცვა. 
ბავშვს ეძებდნენ დრონებით, ვერტმფრენისა და ძაღლების დახმარებით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულნი იყვნენ მყვინთავებიც. ამასთან, ტყეში ბავშვს ასამდე მოხალისე ეძებდა. დაკარგვიდან მეორე დღეს ამინდი კიდევ უფრო გაუარესდა, ბავშვის მდგომარეობის შესახებ კი ისევ არ იყო არაფერი ცნობილი.


24 იანვარს პოლიციას ტყიდან ბავშვის ტირილის ხმა შემოსმა. მას სამართალდამცველებმა ერთ-ერთ პატარა კუნძულზე მიაგნეს, ის გაყინული და შეციებული იყო და მხოლოდ რამდენიმე ნაკაწრი ჰქონდა. ბავშვმა პოლიციელებს უთხრა, რომ მას ტყეში მეგობარი ჰყავს, რომელიც მთელი ეს დრო მასზე ზრუნავდა. ეს მეგობარი კი ბავშვის თქმით, დათვია. 
როგორც შერიფი ჩიპ ჰიუჯი ამბობს, ბავშვის ადგილამდე მისასვლელად მაშველებს ყინულოვანი ნაკადულის გადალახვა მოუხდათ რომლის სიღრმეც დაახლოებით მათ მკერდამდე იყო, ბავშვი კი დაბალია და აქედან გამომდინარე უცნობია როგორ მოხვდა ის კუნძულზე.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close